ანჩელოტი: ასე წაგება მტკივნეულია, ძალიან მტკივნეული

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" ნამატჩევს (0:4) კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

"მეტოქემ უკეთ ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. მათ თავიდანვე ჩვენზე სერიოზული ზეწოლა განახორციელეს და ამან იმუშავა. შეტევების დაწყება გვიჭირდა, ისინი კი დაწინაურდნენ. ამის შემდეგ თამაშში დაბრუნება რთული იყო. მეორე ტაიმში ვეცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა.

ახლა შეფასების მიცემას აზრი არ აქვს. ასე წაგება მტკივნეულია, ძალიან მტკივნეული, თუმცა ასეთები ხდება ხოლმე.

გადიხარ ნახევარფინალში, ძლიერ მოწინააღმდეგეს ხვდები, მარცხდები და ფინალის გარეშე რჩები. არა უშავს, გაკვეთილად უნდა მივიღოთ და შემდეგ სეზონში უკეთ ვიასპარეზოთ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გვარდიოლას მივულოცე, ვინაიდან მისი გუნდი უკეთესი იყო. გასულ წელს მათი ძლევა მოვახერხეთ, წელს - მათ გვაჯობეს. ასეა ფეხბურთი მოწყობილი: ხანდახან შენ მარცხდები", - ციტირებს ანჩელოტის As-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთად აღებულ პრემიერ ლიგის გუნდებზე მეტჯერ აქვს აღებული რეალს ჩემპიონთა თასი თუ ლიგა, დანარჩენი თქვენ განსაჯეთ ვინ უფრო დიდი გუნდია
მამუკა
21:53 18-05-2023
1
რაო "დოღლიგამ" მოუგო რეალს! Ინგლისი ბოლო 20 წელია ნომერ პირველი ლიგაა.
kaxa
07:24 18-05-2023
6

სიახლეები პოპულარული