ანრი: უოკერმა ვინისიუსს ბურთი აართვა და უთხრა - "მშვიდობით"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" მატჩის შემდეგ (4:0), საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ იმ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც კაილ უოკერმა ვინისიუსს ბურთი აართვა.

"კაილ უოკერი მხეცია. როდესაც გაიქცევა, ვერ შეაჩერებ. ვინისიუსს დაეწია, ბურთი აართვა, შეხედა, უთხრა "მშვიდობით" და სხვა მხარეს გაიქცა. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო.

ვინისიუსი მართლაც ბევრ განსაკუთრებულ ფეხბურთელს სჯაბნიდა. მასთან გამკლავება ადვილი არ არის და ამიტომ, უოკერი ქებას იმსახურებს", - განაცხადა ანრიმ BT Sport-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უოკერმა ვინისიუსი ჯიბეში ჩაისვა
azri
15:31 19-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული