"ხმა ჩაიკვინდე, პეპ, ხმა ჩაიკმინდე" - რატომ უყვირა დე ბრუინმა გვარდიოლას

AutoSharing Option
ალბათ, შენიშნეთ, რომ "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისას "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას შეუყვირა.

გვარდიოლამ დე ბრუინს ბურთის დაკარგვის შემდეგ ხმამაღლა შენიშვნა მისცა, რაც ბელგიელმა იუკადრისა. ამ ეპიზოდზე კომენტარი გვარდიოლამ გააკეთა:

"როდესაც 2:0 დავწინაურდით, ძალიან ვჩქარობდით. გიუნდოგანმა ბურთი დაკარგა, კევინმა სამი გადაცემა გააკეთა, რომლებიც საჭირო არ იყო. ჩვენ ძალიან ვჩქარობდით, როცა პირიქით იყო საჭირო, მაგრამ ეს ნორმალურია. საქმის დაბოლოებისას ჩქარობ, მთლიანობაში კი დიადი მატჩი ჩავატარეთ".

აღსანიშნავია, რომ როდესაც 84-ე წუთზე შეცვალა, გვარდიოლა და დე ბრუინი
ერთმანეთს მაგრად გადაეხვივნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საქმეზე ჩხუბი,ჩხუბი არ არის!
სოსო
19:37 19-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული