"სიტის" ტრებლი - გვარდიოლას გუნდმა ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.

აშკარა ფავორიტად მიჩნეული ინგლისური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირველი მომენტი დებიუტში შექმნა, როდესაც ბერნარდუ სილვამ მიზანს ვერ უწია. თუმცა, მილანელები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ, თავისუფალ სივრცეეებს არ უტოვებდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. 26-ე წუთზე ჰოლანი მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია. შემდეგ მოწინააღმდეგესთან შეჯახების შედეგად ბარძაყის ტრავმა მიიღო „ქალაქელთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა დე ბრუინმა, რომელიც ფოდენმა შეცვალა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა,
„ინტერი“ დაცვაში უზადოდ მოქმედებდა, ვიზავის გასაქანს არ აძლევდა და შანსიც მიეცა - პირისპირ გასულ ლაუტაროს ედერსონმა არ გაატანინა. ერთი სიტყვით, მძლავრი „სიტი“ შებოჭილი გახლდათ, „ნერაძურის“ ვერ სჯაბნიდა და როდრის გოლით მაინც დაწინაურდა. აკი თქვა ადრე მასზე მწვრთნელმა გვადრიოლამ, ყველა ჰოლანზე ლაპარაკობს, საუკეთესო კი როდრიაო. ესპანელი იქამდე შეუმჩნეველი იყო და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ამას „ინტერის“ საპასუხო შეტევა მოჰყვა და დიმარკოს თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ბოლოს ლუკაკუს გატანა ედერსონმა არ დაანება და "სიტიმ" გაიმარჯვა.

. „სიტიმ“ ისტორიაში პირველად შეასრულა ტრებლი - მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი.
. „სიტიმ“ ისტორიაში მეორე ევროტურნირზე იმარჯვა - 1970 წელს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
. გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც ორჯერ შეძლო ტრებლის მიღწევა - სამწვრთნელო კარიერაში 35-ე ტიტულს დაეუფლა.
. გვარდიოლა მესამედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ზიდანს დაეწია და მხოლოდ ანჩელოტის ჩამორჩება.
. ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 ფინალიდან 3 მოიგეს.
. ჰოლანმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში ვერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა - გასულ სეზონში 53 მატჩში 52 გოლი გაიტანა, 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი და 7 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტი გახდა.
. „ინტერმა“ ტურნირის 6 ფინალიდან 3 წააგო.
. იტალიურმა კლუბებმა ამ სეზონში ევროტურნირებზე სამივე ფინალი წააგეს.
. ალვარესი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ერთ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტრებლსაც მიაღწია.
. ეს ინძაგის ყველა ტურნირზე მე-14 ფინალი იყო - აქამდე ყველა მოგებული ჰქონდა.

სტამბოლი. „ოლიმპიური სტადიონი“. 71 412 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ინტერი 1:0
გოლი: როდრი (68)

მკითხველის კომენტარები / 36 /
მესის გარეშე არგენტინა მოიგებდა მსოფლიოს?კი თუ არა? Რა თქმა უნდა არა, ვერა, ამიტომ გამოდის, რომ მსოფლიო მესიმ დადო ხო? Რომელიც 4 წელში ერთხელ ტარდება ხო? Ხოდა, რა ჩემპიონთა ლიგა? Რა მბაპე, რა ჰოლანი და რა მით უმეტეს კვარაცხელია, ვერა, მეფემ დატოვა ევროპა და ამის შემდეგ ვნახოთ, კვარაცხელია ძალიან გულით კი მინდა მაგრამ არ მგონია ოქროს ბურთის მოგება შეძლოს მბაპე/ჰოლანი/ვინის ეპოქაში, მინიმუმ 3 სეზონი უნდა იყოს ტოპ/სტაბილური!!!
Georgian
16:32 11-06-2023
4
გრილიში რა ტემპშიც თამაშობს, რა ლიგაში და რა დონეზე, კვარაცხელიასთვის ჯერ ადრეა და იქნებ საერთოდ ვერც ითამაშოს.
200 მილიონი ღირს თუ 20 მილიონი, ინგლისელია და საკუთარ სახლში თამააობს. ინგლისში კიდევ ფეხბურთიც უყვართ და საკუთარი ფეხბურთელებიც და ფულსაც იხდიან…
მიშა
16:14 11-06-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული