ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერის" 1:0 დამარცხების შემდეგ, BBC-სთან კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:
"დავიღალე. მშვიდად ვარ. გამარჯვების მოპოვება ძნელი იყო. ჩვენს საუკეთესო დონეზე ვერ ვიყავით. მსოფლიოს ჩემპიონატის მერე გუნდმა ნაბიჯი წინ გადადგა. თუმცა, "ინტერთან" საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ტრებლის გაფორმება რთული იყო.
ამ მოვლენის სასტუმროში ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშვნას ვაპირებთ. ორშაბათს მანჩესტერში აღლუმი გაიმართება".
რა საჭიროა თასის გათამაშება(ყველა ქვეყნისთვის) რომელიც კალენდარს ტვირთავს.რა საჭიროა ევროპა და კონფერენს ლიგები? წელს ვესტ ჰემის ფეხბურთელებმა ისე იზეიმეს გეგონება ჯოკერში მოიგეს თან კახიანის გარეშე,სკამის ქვეშ გაძეომაზე..უბანში რო ჯოკერს იგებენ ლუდზე ის უფრო უხარიათ ვიდრე იმათ კონფერენს ლიგის მოგება გაუხარდათ.
მერე მეორე თემაა-დროის გაწელვა- 90წუთიან თამაშში ფეხბურთს მაქსიმუმ 30-40 წუთი თამაშობენ,გაჩერდეს დრო კალათბურთივით ყველა სტოპზე და მერე დაემგვანება ფეხბურთი თამაშს
გულშემატკივარიც მივა სტადიონზე,ბილეთსაც იყიდის და ვინც სანახაობას წარადგენს გულშემატკივარიც ეყოლება
მერე მეტი პრიორიტეტი უნდა მიეცეს სანაკრებო ფეხბურთს,ოლიმპიადაზე რო გიჟდება ყველა ქვეყნის მთავრობა-ხო შეიძლება ცოტა მეტი ყურადღება მიაქციონ უპატრონო სანაკრებო ფეხბურთს.ყოველ ორ წელში მუნდიალიც არ არის ურიგო იდეა.
აბა ასე- უაზროდ გადატვირთული კალენდარი,მოსეირნე დროის გაყვანის სპეცი ფეხბურთელები და პლეისტეიშენის მასტერ ლიგასავით აწყობილი გუნდები-სრული კატასტროფაა.