დღეს, 20 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე გაირკვა.
ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებული ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოსახვედრად ყაზახურ "ასტანას" შეხვდება. პირველ მატჩი ყაზახეთში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ბრატისლავის "სლოვანის" მეტოქე "სვიპტ ჰესპერი" (ლუქსემბურგი) იქნება.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები 11/12 და 18/19 ივლისს ითამაშებენ. ჩვენი გუნდისთვის პირველი ეტაპის გადალახვა მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ წარუმატებლობის შემთხვევაში თბილისელები კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ.
არ შეიძლება, რომ წინასწარ ვკითხოთ, ეჭიდავები და მოერევიო, როგორც ძველ კეთილ დროში იყო, უბნებში.
ზოგი დიდია, ზოგი მძიმეა და იმათ კიდე უხარიათ, ,,ფიფანოს,, რომ ხვდებიან.
უეფა ხია, ,,ფიფანო,, გენაცალე პატალავ.
მგონი ამათი შემყურე, გავგიჟდი.)))
არ მოგწონს ფოფია? შეთავაზე, იქნებ გაყიდოს გუნდი და იყიდო შენ, ან სხვამ, ვისაც ფული და სურვილიც აქვს. ასე სადაა, წავიდეს, გააჩუქოს, ჩამოერთვას და ამნაირები?!