შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩების ჩატარებას გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში აპირებს. ამის შესახებ, იუთუბ არხ "ТаТоТаке-სთან" ინტერვიუში უკრაინული კლუბის დირექტორმა, იური სვირიდოვმა ისაუბრა. 

გასულ სეზონში "შახტარი" ევროტურნირების საშინაო შეხვედრებს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ატარებდა, თუმცა წელს ამ ვარიანტზე უარი თქვეს. მიზეზი, ძირითადად, ორია: ერთ-ერთ დიდ არენაზე "ლეგია" ითამაშებს, რომელიც, შესაძლოა, კონფერენსლიგაზე გავიდეს. მეორე სტადიონის გრაფიკიც სრულად დატვირთულია. ვარშავაში სხვა სტადიონები მცირე ტევადობის არის. 

უკრაინის ჩემპიონმა ჰამბურგი იმიტომ აირჩია, რომ ის გერმანიის დიდი ქალაქებიდან ერთადერთია, რომლის წარმომადგენელი გუნდიც ევროტურნირებზე არ თამაშობს. ქალაქის
მოსახლეობა, თითქმის 2 მილიონია, "იმტეხ არენა" 51 500 გულშემატკივარს იტევს და ჰამბურგში ფეხბურთი ძალიან პოპულარული სპორტია. 

მოგეხსენებათ, დონეცკის "შახტარი" მშობლიურ "დონბას არენაზე" 2014 წლიდან ვერ თამაშობს, სწორედ 9 წლის წინ მოახდინა რუსეთმა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია. 2022 წლის შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ომი გააჩაღა, "შახტარი" ვერც სამშობლოს სხვა სტადიონზე ახერხებს საერთაშორისო მატჩების გამართვას.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგით რა, რა ხმა მიაწვდინოს რტ ახმეტოვს? თქვენ მართლა გგონიათ რომ პოლონეთში შესაბამისი სტადიონი ვერ ნახა? ფეხბურთი ბიზნესია და გერმანიაზე( და თან ჰამბურგზე) უკეთეს საფეხბურთო ბაზარს სად ნახავდა?
გენადი ბიძია
21:15 05-08-2023
0
არ გცოდნია სწორად.
fani-s
21:02 05-08-2023
0

სიახლეები პოპულარული