სამწუხარო ამბავი ათენიდან - აეკ-ისა და ზაგრების "დინამოს" ფანებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 29 წლის ფანი ემსხვერპლა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ათენის აეკ-ი ზაგრების "დინამოს" მასპინძლობს. უეფამ ხორვატებს გასვლით მატჩზე დასწრება აუკრძალა, თუმცა BBB (Bad Blue Boys - ზაგრებელ ულტრასთა ჯგუფი) მაინც ჩავიდა ათენში და მეგობარ "პანათინაიკოსის" ულტრასებთან ერთად ქალაქი საბრძოლო პოლიგონად აქცია...

კულმინაცია იყო გასული ღამე, როდესაც ალიანსი პერისოსს (აეკის უბანი) ესტუმრა, 200-მდე BBB + GATE 13 ("პანათინაიკოსის" ულტრასები) დაუპირისპირდა ადგილობრივ მოსახლეობას. საქმეში აეკ-ის ხულიგნები GETTO CLUB-იც ჩაერთო. მასობრივ ჩხუბში სამივე კლუბის 500-მდე გულშემატკივარი იყო ჩართული. ორივე მხარე იყენებ
და ცივ იარაღს. საბოლოოდ ორივე მხარეს ბევრი დაიჭრა და დაშავდა, დღეს დილით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სისხლიან ღამეს 29 წლის აეკ-ის ფანი ემსხვერპლა, რომელიც კლინიკაში დანით მიყენებული ჭრილობით მიიყვანეს.

მატჩის მონაწილე ორივე კლუბმა მკაცრად დაგმო საკუთარი ფანების ქცევა და გაემიჯნა მათ, ხორვატულმა კლუბმა კი მოუწოდა საკუთარ ფანებს, არ ჩავიდნენ ათენში მატჩზე.

დაკავებულია:

82 ხორვატი, 12 ბერძენი, თითო ალბანელი, გერმანელი, ავსტრიელი და ბოსნიელი.

წყარო: ქართული სპორტის ქომაგები
მკითხველის კომენტარები / 9 /
გადადგეს კობიაშვილი
ზუმბულიძწ ზურიკო
09:20 03-09-2023
0
მოხსენით ორივე გუნდი ტურნირიდან
რაბუ
22:46 09-08-2023
0

სიახლეები პოპულარული