ოთხი ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე, კალათები დაკომპლექტდა - დღეს წილისყრა ჩატარდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის სამი საპასუხო მატჩი გაიმართა და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა. "კოპენჰაგენმა" სტუმრად "რაკუვს" 1:0 მოუგო, სახლში კი დაუზავდა (1:1) და მიზანს მიაღწია. დანიური გუნდის მცველი დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია. პსვ-მა "რეინჯერსის" ბარიერი გადალახა (5:1, 2:2), "ანტვერპენმა" კი - აეკ-ის (2:1, 1:0).

დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა დაიწყება. ტურნირზე ოთხი ქართველის გუნდი მიიღებს მონაწილეობას: "ნაპოლი" (ხვიჩა კვარაცხელია), "შახტარი" (ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი) და "კოპენჰაგენი" (დავით ხოჭოლავა).

I კალათა: "ნაპოლი", "მანჩესტერ სიტი",
პსჟ, "ბაიერნი", "ბარსელონა", "სევილია", "ბენფიკა", "ფეიენოორდი"

II კალათა:
"რეალი", "ატლეტიკო", "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "დორტმუნდი", "ლაიფციგი", "ინტერი", პორტუ"

III კალათა: "შახტარი", "კოპენჰაგენი", "ლაციო", "მილანი", პსვ, "ბრაგა", "ზალცბურგი", "ცრვენა ზვეზდა"

IV კალათა: "ნიუკასლი", "სოსიედადი", "სელტიკი", "ანტვერპენი", "უნიონი", "გალათასარაი", "ლანსი", "იანგ ბოიზი"

მკითხველის კომენტარები / 15 /
ესაიაქსი რაღა მაინც და მაინც ახლა არ არის ლიგაზე,ასე იყო არველაძის დროსაც
MARGALONA
14:54 31-08-2023
0
ეს უეფა ხომ აბსურდული კანტორაა:)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული