ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა: კვარაცხელიას "ნაპოლი" ჯგუფში "რეალთან" მოხვდა, "შახტარი" "ბარსელონასთან", "კოპენჰაგენი" - "ბაიერნთან"

AutoSharing Option
მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირზე ოთხი ქართველის გუნდი მიიღებს მონაწილეობას: "ნაპოლი" (ხვიჩა კვარაცხელია), "შახტარი" (ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი) და "კოპენჰაგენი" (დავით ხოჭოლავა) - გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:

A ჯგუფი: "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "კოპენჰაგენი", "გალათასარაი"
B ჯგუფი: "სევილია", "არსენალი", პსვ, "ლანსი"
C ჯგუფი: "ნაპოლი", "რეალი", "ბრაგა", "უნიონი"
D ჯგუფი: "ბენფიკა", "ინტერი", "ზალცბურგი", "სოსიედადი"
E ჯგუფი: "ფეიენოორდი", "ატლეტიკო", "ლაციო", "სელტიკი"
F ჯგუფი: პსჟ, "დორტმუნდი", "მილანი", "ნიუკასლი"
G ჯგუფი: "მანჩესტერ სიტი", "ლაიფციგი", "ცრვენა ზვეზდა", "იანგ ბოიზი"
H ჯგუფი: "ბარსელონა", "პორტუ", "შახტარი",
"ანტვერპენი"

ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 19-20 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ეხლა ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული გაისად სად ითამაშებს, ორი თამაში დავივიწყებ რომ 40 წელი რეალს ვგულშემატკივრობ ოღონდ ამან რეალს შეუსრულოს და პერესი უეჭველი მბაპეს მაგივრად ხვიჩაზე გადაერთვება
მამუკა
31 აგვისტო 2023 21:01
4
ჩვენი ხვიჩას ოცნება მგონი ნელ-ნელა სრულდება, რეალი თვითონ მოვიდა ხვიჩასთან, შესამოწმებლად.
ხვიჩა, ახლა შენი ოცნების ასრულება შენზეა დამოკიდებული, გაასმაგებით უნდა ივარჯიშო და სხვა ყველაფერი გადადო, მთელი გონებით გადაერთე მხოლოდ ფეხბურთზე და შენი და ჩვენი ოცნებაც, ასრულებადია.
მალხაზ ჯობავა
31 აგვისტო 2023 22:27
2
აი ეხლა კი მართლაც დიდი გამოცდა ელის ჩვენს ბიჭს რეალთან, მთავარია ლაღად ითამაშოს, როგორც მას ჩვევია მის საუკეთესო მატჩებში. შედეგს მეორე პლანზე ვაყენებ
giorgi 3
31 აგვისტო 2023 22:01
1
ხვიჩუკა, ჩაუტარე ერთი მაგ რეალს ფეხბურთის გაკვეთილი.

თან დათო ყიფიანის დაჩეხვის გამო შურსაც იძიებ.
ILIA
31 აგვისტო 2023 21:46
6
სად დაერხა რეალს. საუკუნის სპექტაკლს აყურებინებს ხვიჩა ორივე შეხვედრაში!
აბო
31 აგვისტო 2023 21:26
11
თუ რეალს შეუსრულებ ხვიჩა ჩათვალე მომავალ წელს რეალში ხარ ყველაფერი შენ ხელშია
რატი
31 აგვისტო 2023 21:33
7
აცალე ჯერ მოიაროს ევროპა რეალში ნაადრევად არ შეიძლება ჩაუშლიან კარიერას
vigac
31 აგვისტო 2023 22:01
10
მარტო ნაპოლის პრიზმიდან რატომ ვუყურებთ ლიგას?ნუთუ სხვა რამ აღარაა საინტერესო ჩემპიონთა ლიგაზე ქართველებისთვის?შეხედეთ რა ჯგუფია პსჟ,მილანი,ნიუკასლი,დორტმუნდი.არცერთია თასის მოგების კანდიდატი,მაგრამ მარტო ამ ჯგუფის თამაშების ყურებად ღირს მთელი ლიგა...ბაიერნი-მანჩესტერის ისტორიული დუელიც დაბრუნდა.მაგრამ ნაპოლის შემხედვარე ვინმეს აინტერესებს ასეთი ამბები საქართველოში?ხვიჩა და ნაპოლით არ დაწყებულა ფეხბურთი და არც დამთავრდება...
Master
01 სექტემბერი 2023 02:53
28
ვნატრობდი და ასე ყველას აგიხდეთ ნატვრა-"ბერნაბეუზე" მინდოდა ჩვენს ბიჭს ეთამაშა.ახლა მთავარია :ნაპოლი"-იმ რეალამდე სამი მატჩი მაინც ჩაატაროს ფორმაში შესასვლელად.
ენძო
31 აგვისტო 2023 21:18
2
დიდ გამოცდილებას მიიღებენ ასეთი დონის გუნდთან არა აქვთ ჯერ ნათამაშები.
x
31 აგვისტო 2023 22:25
6
პსჟ ჯგუფში ჩარჩება, მილანი და ნიუკასლი გავა
dato
31 აგვისტო 2023 21:33
7
კი მასეა. მბაპეს დონე ჯგუფიდან გასვლას არ გულისხმობს.
123
31 აგვისტო 2023 22:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული