მილანში "ნიუკასლის" ორი ფანი დაჭრეს

AutoSharing Option
დღეს, 19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "მილანი" "ნიუკასლს" უმასპინძლებს. გამთენიისას, კი ინგლისელთა 58 წლის ფანი საავადმყოფოში მოხვდა, მას შემდეგ რაც ის მილანის ქუჩებში დაჭრეს.

როგორც Daily Mail იტყობინება, რომ დაჭრილი ორი ადამიანია, თუმცა პირველი მსუბუქად და კლინიკაში გადაყვანა მხოლოდ ერთ გულშემატკივარს დასჭირდა. გამოცემის მიხედვით, ინგლისელ ფანებს თავს 7-8 ადამიანი დაესხა, 58 წლის კაცს, კი დანა სამჯერ დაარტყეს. წყარო თავდასხმის მიზეზს ვერ ასახელებს - პოლიციის ინფორმაციით, დაზარალებულებისთვის არაფერი წაურთმევიათ.

სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ, რომ უცნობი
პირები "ნიუკასლის" ფანებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ინგლისელებმა გულშემატკივართა შეკრება დატოვეს და სასტუმროსკენ მიდიოდნენ.

"ჩვენი ბიჭებიდან სამს ზურგიდან თავს ჯგუფი დაესხა, რომლებსაც სახეზე ნიღბები ჰქონდათ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა მძიმე ჭრილობა მიიღო. ჩვენ ფან ზონა დავტოვეთ და სასტუმროში მივდიოდით. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა და მძიმედ დაჭრილიც სტაბილურ მდგომარეობაშია," - უთხრა ბრიტანულ გამოცემას ერთ-ერთი დაზარალებულის ნათესავმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უზრდელ და მთვრალ ინგლისელებს იტალიაში არ აპატიებენ უზრდელობას
dato
18:03 19-09-2023
2
წარმოდგენაც კი არ მინდა ეს ამბავი ჩვენთან რომ მომხდარიყო,რა ამბავი ატყდებოდა
BOSS
19:46 19-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული