ლუის ენრიკემ მისი აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - ის არც მესია და არც ჰოლანი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პსჟ-იმ "დორტმუნდს" საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია. მატჩის შემდეგ ძალიან კმაყოფილი ჩანდა პარიზული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, ვინაც მატჩში ერთი გოლის ავტორ კილიან მბაპეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

"მერწმუნეთ, მბაპე დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მის ტექნიკურ უნარებზე მეტად, გაოცებული ვარ მისი ადამიანური თვისებებით. სასიამოვნოა მასთან ერთად გასახდელში ყოფნა - ის ლიდერია, რომელიც ყოველთვის იღიმება", - თქვა ენრიკემ.

საინტერესოა, რომ ენრიკეს ლიონელ მესი გაუწვრთნია, თანაც ახლა არგენტინელმა მუნდიალიც მოიგო, თუმცა ესპანელმა საუკეთესოდ მაინც მბაპე მიიჩნია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
წავიდა უკვე შეძრომები, არიქა, არ გაგვექცეს და არ წავიდესო.
ისე მაინც
17:38 20-09-2023
1
აფერისტი!
ლაშა
12:31 20-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული