ნეაპოლში მიწისძვრა მოხდა - დღევანდელი მატჩისას უსაფრთხოების ზომებია მიღებული

AutoSharing Option
დღეს, 00:10 საათზე, ნეაპოლში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ძლიერი ნგრევა არ მოჰყოლია. Il Mattino-ს ცნობით, ქალაქის გარეუბნებში შეშინებული ხალხი ქუჩაში გავიდა და დილით რამდენიმე სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარდა. ბიძგების განმეორების შემთხვევაში შეიძლებოდა "ნაპოლისა" და "რეალის" მატჩის გადატანის საკითხი დამდგარიყო.

ამასთან დაკავშირებით "დიეგო მარადონაზე" უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული. გულშემატკივრებს სთხოვეს, დროულად მივიდნენ არენაზე. პოლიცია და სტიუარდები კიბეებსა და გასასვლელებს შესაძლო ევაკუაციისთვის გააკონტროლებენ, რათა მაყურებლებმა დროულად დატოვონ სტადიონი.

spazionapioli იტყობინება, რომ ბიძგების გამეორების საფრთხე და პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა
არენიდან ევაკუაციის გეგმა არსებობს, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ნამდვილად, პუტინის მოწყობილია! ჰა, რას იტყვით გნაცებო?
გუგა
19:42 03-10-2023
40
სამაჩაბლოში ნამდვილად მოახდინა მიწისძვრა პუტინმა,ქართველების სახლები ჯერ გადაწვა და მერე ბულდოზერებით გადაუარა!!!რა პატარა მეხსიერება გგქონიათ კომფორმისტებო!!!???
გუგა-ს
23:38 03-10-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული