ჩემპიონთა ლიგა. III ტური: მაგუაირის ნანატრი გოლი და ონანას გმირობა - ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" "მანჩესტერთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში "ბაიერნმა" გასვლაზე 3:1 მოუგო "გალათასარაის" და 9 ქულით ლიდერია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე მაგუაირის გოლით 1:0 სძლია "კოპენჰაგენს". მაგუაირმა 2022 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს დანიურ გუნდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ლარსენმა პენალტი ვერ გამოიყენა - ონანამ მოიგერია. "კოპენჰაგენის" მცველი დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო.

B ჯგუფში "არსენალმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "სევილია" და 6 ქულით გალიდერდა. მეორე ადგილზე 5 ქულით "ლანსია", რომელიც საკუთარ მოედანზე პსვ-ს დაუზავდა (1:1).

D ჯგუფში "სოდიადადმა" "ბენფიკას" (1:0), ხოლო "ინტერმა" "ზალცბურგს" მოუგო (2:1). "სოსიედადი" და "ინტერი" 7-7 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

A ჯგუფი

სტამბული. "გლობალ სტადიუმი"
გალათასარაი - ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 კომანი (8), 1:1 იკარდი (30, პენ), 1:2 კინი (73), 1:3 მუსიალა (79)

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერ იუნაიტედი - კოპენჰაგენი 1:0

გოლი: მაგუაირი (72)
გამოუყენებელი პენალტი: ლარსენი (90+7, კოპენჰაგენი)

B ჯგუფი

ლანსი. "ბოლარ-დელელისი"
ლანსი - პსვ 1:1
გოლები: 0:1 ბაკაიოკო (54), 1:1 ვაი (65)

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - არსენალი 1:2
გოლები: 0:1 მარტინელი (45+3), 0:2 გაბრიელ ჟეზუსი (53), 1:2 გუდელი (58)

C ჯგუფი

ბრაგა. "ესტადიო მუნიციპალი"
ბრაგა - რეალი 1:2
გოლები: 0:1 როდრიგო (16), 0:2 ბელინგემი (61), 1:2 ჯალო (63)

ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი"
უნიონი - ნაპოლი 0:1
გოლი: რასპადორი (65)

D ჯგუფი

მილანი. "სან სირო"
ინტერი - ზალცბურგი 2:1
გოლები: 1:0 სანჩესი (19), 1:1 გლუხი (57), 2:1 ჩალჰანოღლუ (64, პენ)

ლისაბონი. "და ლუში"

ბენფიკა - სოსიედადი 0:1
გოლი: მენდესი (63)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული