ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: დრამა კოპენჰაგენში - "რეალი", "ბაიერნი", "ინტერი" და "სოსიედადი" პლეი-ოფში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტური გაიმართა და პლეი-ოფის კიდევ ოთხი მონაწილე გაირკვა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო C ჯგუფით დავიწყოთ - „რეალმა“ სახლში „ბრაგა“ 3:0 დაამარცხა, 12 ქულით ლიდერია და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. მეორე ადგილზე 7 ქულით „ნაპოლია“, 3 ქულით მესამეზე - „ბრაგა“, 1 ქულით კი აუტსაიდერი „უნიონია“.

A ჯგუფში „ბაიერნმა“ ბოლოსკენ კეინის დუბლით „გალათასარაის“ 2:1 მოუგო, უდანაკარგოდ მიიწევს წინ და შემდეგი ეტაპის საგზური ვადამდე მოიპოვა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ გასვლაზე „კოპენჰაგენთან“ ჰეილუნდის დუბლით დაწინაურდა, მაგრამ 42-ე წუთზე რეშფორდი გააძევეს, მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით
ისარგებლეს და პირველივე ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს. კაცნაკლული მანჩესტერელები ფერნანდეშის მიერ 69-ე წუთზე გატანილი გოლით ისევ წინ გავიდნენ, თუმცა ჯერ ლარაგერმა ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს კი 17 წლის ბარჯიმ გამარჯვების გოლი გაიტანა - 4:3. "კოპენჰაგენს" და "გალათასარაის" 4-4 ქულა აქვთ, "მანჩესტერ იუნაიტედს" - 3.

B ჯგუფში "არსენალმა" "სევილიას" 2:0 სძლია და 9 ქულით ლიდერია. პსვ-მ "ლანსს" 1:0 მოუგო. პსვ-სა და "ლანსს" 5-5 ქულა აქვთ, ხოლო "სევილიას" - 2.

D ჯგუფში "სოსიედადმა" "ბენფიკა" 3:1 დაამარცხა, "ინტერმა" კი "ზალცბურგი" - 1:0. "სოსიადადი" და "ინტერი" პლეი-ოფში გავიდნენ.

A ჯგუფი

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - გალათასარაი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (80), 2:0 კეინი (86), 2:1 ბაკამბუ (90+3)

კოპენჰაგენი. "პარკენი"
კოპენჰაგენი - მანჩესტერ იუნაიტედი 4:3
გოლები: 0:1 ჰეილუნდი (3), 0:2 ჰეილუნდი (28), 2:1 ელიუნუსი (45), 2:2 გონსალვეში (45+9, პენ), 2:3 ბრუნო ფერნანდესი (69, პენ), 3:3 ლარაგერი (83), 4:3 ბარჯი (87)
გაძევება: რეშფორდი (42, მანჩესტერ იუნაიტედი)

B ჯგუფი


ლონდონი. "ემირეითსი"
არსენალი - სევილია 2:0
გოლები: 1:0 ტროსარდი (29), 2:0 საკა (64)

ეინდჰოვენი. "ფილიპსი"
პსვ - ლანსი 1:0
გოლი: ლ. დე იონგი (12)
გაძევება: გილავოგი (90+2, ლანსი)

C ჯგუფი

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უნიონი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ"
რეალი - ბრაგა 3:0
გოლები: 1:0 ბრაიმ დიასი (27), 2:0 ვინისიუსი (58), 3:0 როდრიგო (61)
გამოუყენებელი პენალტი: ჯალო (6, ბრაგა)

D ჯგუფი

სან-სებასტიანი. "რეალ არენა"
სოსიედადი - ბენფიკა 3:1
გოლები: 1:0 მერინო (6), 2:0 ოიარსაბალი (11), 3:0 ბარენეჩეა (21), 3:1 რაფა სილვა (49)
გამოუყენებელი პენალტი: მენდეში (29, სოსიედადი)

ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ინტერი 0:1
გოლი: მარტინესი (85, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული