Gazzetta dello Sport: "ნაპოლიმ' "უნიონთან" ფრით 2 მილიონი დაკარგა

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ი "ნაპოლისა" და "უნიონის" გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება და წერს, რომ "პარტენოპეიმ" პოტენციური 2 მილიონი ევრო დაკარგა.

უეფა ჯგუფურ ეტაპზე მოგებისთვის გუნდებს 2,8 მილიონ ევროს უხდის, ფრისთვის კი - 900 000 ევროს და ჩვენი იტალიელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ფინანსურად თითოეული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, კვარაცხელიას გუნდს კი თითქმის 2 მილიონით მეტის გამომუშავება შეეძლო, რადგან აშკარა ფავორიტი გახლდათ.

ინფორმაციისთვის, "ნაპოლისა" და "უნიონის" შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყომარობენ რად უნდა მაგას ბევრი მტკიცება ნახეთ თითქმის არ ხდება რომ რომელიმე ფავორიტმა ტურში რომ არ ჩატეხოს!!!
კახა
01:44 10-11-2023
7
დე ლაურენტის ეს როგორ მოგივიდა?
კვირას 2 წლის ხელფასია ერთიანად, ვერ გადაიტანს ეს ამ ზარალს
მეგრელი
23:21 09-11-2023
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული