ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე "ნიუკასლთან" ფრეს (1:1) 90+8-ე წუთზე დანიშნული საეჭვო პენალტით მიაღწია, რომელიც კილიან მბაპემ გაიტანა.
დემბელეს ჩაწოდებული ბურთი მეტოქე გუნდის მცველს, ვალენტინო ლივრამენტოს, ჯერ მხარზე მოხვდა, შემდეგ კი ხელზე. VAR-მა მსაჯ შიმონ მარცინიაკს მომენტის მონიტორთან ნახვა ურჩია და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. დღეს უეფამ VAR-ის არბიტრ ტომაშ კვიატკოვსკის "სოსიედადისა" და "ზალცბურგის" მატჩზე მუშაობა აუკრძალა.
ყოფილი მსაჯი მარკ კლატენბურგი თვლის, რომ პსჟ-ს საჩუქარი გაუკეთეს, "ნიუკასლი" კი გაძარცვეს, რამეთუ პენალტი წესების დარღვევით დაინიშნა.