მერვედფინალის საგზური, „ნაპოლის“ გარდა, „კოპენჰაგენმაც“ მოიპოვა, რომელმაც სახლში „გალათასარაის“ 1:0 სძლია და A ჯგუფში 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. დანიურ გუნდს ტრავმის გამო კვლავ ვერ დაეხმარა დავით ხოჭოლავა. ის, ალბათ, პლეი-ოფებამდე მწყობრში ჩადგება.
ადრე ჯგუფური ეტაპი "მანჩესტერ სიტიმ", "ბაიერნმა", "ინტერმა", "სოსიედადმა", "რეალმა", "ლაიფციგმა", "ატლეტიკომ", "ბარსელონამ", "დორტმუნდმა", "ლაციომ", პსვ-მ და "არსენალმა" გადალახეს. ამრიგად, შემდეგი ეტაპის 14 მონაწილე უკვე ცნობილია, დანარჩენი ორი კი დღეს გაირკვევა.
A ჯგუფი
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერ იუნაიტედი - ბაიერნი 0:1
გოლი: კომანი (70)
კოპენჰაგენი. "პარკენი"
კოპენჰაგენი - გალათასარაი 1:0
გოლი: ლარაგერი (58)
გაძევება: ლარაგერი (90, კოპენჰაგენი)
B ჯგუფი
ეინდჰოვენი. "ფილიპსი"
პსვ - არსენალი 1:1
გოლები: 0:1 ნკეტია (42), 1:1 ვერტესენი (50)
ლანსი. "ბოლარ-დელელისი"
ლანსი - სევილია 2:1
გოლები: 1:0 ფრანკოვსკი (63, პენ), 1:1 სერხიო რამოსი (79, პენ), 2:1 ფიულჟენი (90+6)
C ჯგუფი
ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)
ბერლინი. "ოლიმპიასტადიონი"
უნიონი - რეალი 2:3
გოლები: 1:0 ფოლანდი (45+1), 1:1 ხოსელუ (61), 1:2 ხოსელუ (72), 2:2 კრალი (85), 2:3 სებალიოსი (89)
გამოუყენებელი პენალტი: მოდრიჩი (45, რეალი)
D ჯგუფი
მილანი. "სან სირო"
ინტერი - სოსიედადი 0:0
ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ბენფიკა 1:3
გოლები: 0:1 დი მარია (32), 0:2 რაფა (45+1), 1:2 სუჩიჩი (57), 1:3 კაბრალი (90+2)
10-ჯერ მეტი დაფინანსება გქონდეს და მაინც არ გქონდეს შედეგები გაგონილა?!