ვის შეხვდება "ნაპოლი" - კვარაცხელიას გუნდისთვის "სოსიედადი" ყველაზე სასურველია - "მილანი" ევროპა ლიგაზე...

AutoSharing Option
27 სექტემბრის შემდეგ "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე გამარჯვება არ ჰქონდა და "ბრაგასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ეს ნავსი გატეხა. იქნებ ვალტერ მაცარიმ და მისმა ფეხბურთელებმა წლის ბოლომდე სიტუაციის გამოსწორება და ხასიათზე მოსვლა იტალიაშიც მოახერხონ, სადაც მომდევნო ორი მატჩი შინ აქვთ, "კალიარისა" და "ფროზინონესთან" (თასზე). ნეაპოლელთა თამაშში გარკვეული პოზიტიური სიახლეები შეინიშნებოდა, მით უმეტეს, მოწინააღმდეგე ძალიან სუსტების კატეგორიიდან არ ყოფილა.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა დომინანტურად დაიწყეს, მინდვრის შუაში კი ისე მოქმედებდნენ, "ბრაგას" კონტრშეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, თავად ტემპს აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური სქემა
კვლავ არ შეცვლილა, მარცხენა ფლანგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებს, შეუდარებლად აქტიური იყო. ნათანი, საერთოდაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე გოლის ეპიზოდში კარგად გამოჩნდა, ქართველი გარემარბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ფრთაზე აქტიური პარტნიორი ჰყავდეს, რომელიც ზონებს მეტად გახსნის და 77-ე ნომერსაც იმპროვიზაციის საშუალებას მისცემს.

Sportall.Ge

რაც შეეხება "კვარას" - მის შეჩერებას ხშირად კვლავ სიხისტის ზღვარზე ცდილობენ. ჩვენებურმა საკუთარი არსენალის გაზრდაზე კიდევ უფრო უნდა იმუშაოს, ამისთვის თანაგუნდელებიც მეტად დაეხმარონ. საგოლე ეპიზოდი კვლავ შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა... კარგია, რომ მწვრთნელი ხვიჩას მაქსიმალურად ეხმარება და მინდორზე ისევ 90 წუთი დაჰყო (ბოლო შვიდ თამაშში მეექვსედ), ამავდროულად კი, მაცარიმ საკუთარი გუნდის ასე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად უნდა გააანალიზოს და ფიზიკური ძალებიც იდეალურად გადაანაწილებინოს. როცა ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით ამუშავდება, კიდევ უფრო მეტი უნდა ვნახოთ!..

"ნაპოლის" იტალიური მიზანი წელს ოთხეულია, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი მაქსიმალურად შორს წასვლის იმედი ექნებათ. მერვედფინალების წილისყრა 18 დეკემბერსაა, შეხვედრები - თებერვალში. კვარაცხელიას გუნდის სავარაუდო მეტოქეებია: "ბაიერნი", "არსენალი", "რეალ სოსიედადი" (ყველაზე სასურველად გამოიყურება), "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", "დორტმუნდი", "ატლეტიკო". სხვა იტალიური კლუბებიდან "ინტერმა" და "ლაციომ" ასევე მეორე ადგილი დაიკავეს, "მილანი" კი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altმაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

მკითხველის კომენტარები / 37 /
მარიო რუი სანატრელი გახდა რაა.. სოსიედადს კიი უეჭვლი მოუგებენ ოღონდ ზეგ..
Vito
02:58 16-12-2023
1
სასწაულებს რატო აკომენტარებთ თქვე კაი ხალხო, სოსიედადი არაა სასურველი და სიტია? რა გერმანულ კლუბებს უგებენ, ბაიერნი აჯობებს სოსიედადს? ბარსელონას და არსენალს მონატრებული აქვთ ლიგა
ზვიადი
08:44 15-12-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული