ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: შეუჩერებელი მბაპეს პსჟ-მა "სოსიედადს" მოუგო - "ლაციომ" "ბაიერნს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

პსჟ-მა სახლში „სოსიედადი“ 2:0 დაამარცხა. ბასკური გუნდი პირველ ტაიმში შედარებით უკეთ გამოიყურებოდა. მერინოს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლები მბაპემ დააწინაურა. ცოტა ხანში მანვე ბურთი ხარიხას გაარტყა. მერე „სოსიედადს“ ბარკოლამ გაუტანა და შეცვალეს. „პარი სენ ჟერმენმა“ ორბურთიანი სხვაობით მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

. მბაპემ ბოლო 10 მატჩში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, უკანასკნელ ორ თვეში კი მის ანგარიშზე 13 გოლია.

„ლაციომ“ შინ „ბაიერნს“ 1:0 სძლია. მსაჯმა
67-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით „ბაიერნის“ მცველი უპამეკანო საკუთარ საჯარიმოში ისაკსენთან უხეშობისთვის გააძევა, პენალტი დანიშნა და იმობილემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

. „ბაიერნმა“ ზედიზედ ორი მარცხი 2019 წლის შემდეგ პირველად განიცადა და თან ბოლო ორ დაპირისპირებაში ვერ გაიტანა.
. მიუნხენურმა გუნდმა მეტოქის კარში ბურთი ვერ დაარტყა, რაც ბოლო 10 თვეში პირველად მოხდა.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“. 46 435 მაყურებელი
პსჟ - სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 მბაპე (58), 2:0 ბარკოლა (71)

რომი. „ოლიმპიკო“. 57 470 მაყურებელი
ლაციო - ბაიერნი 1:0
გოლი: იმობილე (69, პენ)
გაძევება: უპამეკანო (67, ბაიერნი)

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 6 მარტს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვიღაცეები იძახდნენ რეალ სოსიედადი ბევრს გაამწარებსო და შეიძლება ფინალშიც აღმოჩნდესო)) არადა გუნდს 5თუ 6 მატჩია გოლი ვერ გაუტანია.პსჟ მგონია წელს ფინალისტი
დავით 67
00:41 16-02-2024
0
ნაპოლის ფეხბურთელების ზარი კიმთან,,,რა ხდება ბიჭებო??
gel-100
10:15 15-02-2024
4

სიახლეები პოპულარული