"ის გენიოსია! ჩემი აზრები წაიკითხა" - მარიო გომესმა "ჩელსისთან" პენალტების სერია გაიხსენა და პეტერ ჩეხზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა გერმანელმა თავდამსხმელმა მარიო გომესმა დოკუმენტური ფილმისთვის, Generation Wembley-ისთვის, მიცემულ ინტერვიუში 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის პენალტების სერია გაიხსენა, სადაც "ჩელსიმ" მიუნხენის "ბაიერნი" დაამარცხა.

"ბურთი დავდე და კარისკენ გავიხედე. იქ პეტერ ჩეხი იდგა, რომელიც ნამდვილ მონსტრს ჰგავდა. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ კუთხეთში ძლიერი დარტყმით ის ბურთს ვერ მოიგერიებდა.

ის ჩემკენ შემობრუნდა, რა დროსაც გონებაში სულ სხვა აზრები წამომივიდა და პენალტის შესრულება სხვანაირად განვიზრახე.

სიგიჟე ის არის, რომ მატჩის შემდეგ დოპინგ-ტესტზე ჩეხი ჩემ გვერდზე მორცხვი და თავშეკავებული იჯდა. მითხრა: "ეს რა
პენალტი იყო?! - შენ ჯერ მეორე კუთხეში გინდოდა დარტყმა, შემდეგ კი გადაიფიქრე".

ამან სრულიად დამაბნია. მან პრაქტიკულად გამოთქვა ჩემი აზრები. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რა შესანიშნავი მეკარეა. ის კითხულობდა მოთამაშეებს და მათი სხეულის ენას.", - იხსენებს გომესი.

გომესმა ჩეხს პენალტი გაუტანა, მაგრამ კიპერმა ივიცა ოლიჩსა და ბასტიან შვაინშტაიგერს აჯობა, რისი წყალობითაც "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის ნანატრი თასი დაიმსახურა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი აზრით საუკეთესო მეკარეა მაგრამ არ მიეცა საშუალება ნაკრების გამო
გელა
09:54 20-02-2024
0
ახალგაზრდებმა იკითხეთ ესეთი რაღაცეები და ისწავლეთ. პენალტების დარტყმა დიდი ხელოვნებაა, შენი მიხვრა მოხვრითაც კი შეიძლება მიხვდნენ ვიღაცეები რას ფიქრობ რას აპირებ. მესის შესრულებული პენალტი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და მისი აღნიშვნა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება
mkitxveli.
00:58 20-02-2024
1

სიახლეები პოპულარული