ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" გავიდნენ - გასაძევებელი იყო თუ არა ვინისიუსი? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.

„რეალს“ „ლაიფციგთან“ პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, სახლში კი მეტად დაძაბულ დაპირისპირებაში ფრედ, 1:1 ეთამაშა და გერმანული გუნდის ბარიერი გადალახა, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ყოფილი მსაჯი ედუარდო იტურალდე გონსალესი მიიჩნევს, რომ ორბანთან უხეშობის გამო არბიტრს ვინისიუსი უნდა გაეძევებინა.

„მანჩესტერ სიტიმ“ „კოპენჰაგენს“ საკუთარ მოედანზეც სძლია, ისევ 3:1 და მეოთხედფინალში გავიდა. დანიური გუნდის განაცხადში ისევ არ იყო დავით ხოჭოლავა, რომელმაც ტრავმა ჯერ ვერ მოირჩინა.

. "სიტიმ" ტურნირზე ზედიზედ 10 გამარჯვება
მოიპოვა და 9 მათგანში 3+ გოლი გაიტანა.
. გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მეშვიდედ გავიდა 1/4-ფინალში, რაც საუკეთესო სერიაა.
. ჰოლანმა ჩემპიონთა ლიგაზე 37 შეხვედრაში 41-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
. ბელინგემმა საგოლე გადაცემა გააკეთა - მის ანგარიშზე "რეალში 31 მატჩში 29 საგოლე მოქმედებაა (20+9).
. "რეალს" პირველ ტაიმში ბურთი კარში არ დაურტყამს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ლაიფციგი 1:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (65), 1:1 ორბანი (68)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - კოპენჰაგენი 3:1
გოლები: 1:0 აკანჯი (5), 2:0 ალვარესი (9), 2:1 ელიუნუსი (29), 3:1 ჰოლანი (45+3)

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინისიუსს ვერც რეალის დონის გუნდმა უშველა..ვერც ანჩელოტოს დარმა მწვრთნელმა..ალბათ ასე აღზარდეს..თორემ იყვნენ ბრაზილიელები რეალში..და მასზე ბევრად კარგებიც..მაგ პროვოკატორის მაგივრად კვარა რეალში..და მბაპე -კვარას დუეტი იქნება სუპერი..
კიეზა
07 მარტი 2024 23:28
3
ისე, ვინისიუსზე რომ დავწერო, რომ მაიმუნივით სწრაფი და მოხერხებულია, მის ქებაში არ ჩამითვლიან?
გოგია
07 მარტი 2024 19:19
0
ბავშვობიდან რეალს ვგულშემატკივრობდი. მაგ კაცმა და მისთანებმა შემაზარეს ეს გუნდი. რეალს იმიტომ ვაფასებდი, დიდებულ ფეხბურთს თამაშობდა ღირსეული ქცვეითა და ზიზილპიპილოების გარეშე, ერთგვარი არისტოკრატიზმი და სადა დიდებულება იგრძნობოდა. რაც ეს ზოგიერთი ჯამბაზი ბრაზილიელი მიეტმასნა, თავისი ნამდვილი სახე დაკარგეს. რეალის ბირთვს უმეტესად ევროპელი ვარსკვლავები ქმნიდნენ.ლათინური ამერიკიდან კი არგენტილები სჭარბობდნენ, სტილიც შესაბამისი ჰქონდათ, უფრო სისწრაფეზე და დინამიურობაზე აქცენტით, იმპროვიზაცია უფრო ბარსას სფერო იყო. ეხლა მართალია ფეხბურთში დომხალია და კლუბებმა კი არა ნაკრებებმაც დაკარგეს ინდივიდუალურობა. საქმე იქამდე მიდის, ნემცებს და ბრაზილიელებს ფორმები რომ შეუცვალო შეიძლება ვერ გაარჩიო, ვინ ვინ არის. რაც შეეხება ვინის დარღვევას, რათქმაუნდა გასაძევებელი იყო. წარმოიდგინეთ ეს რომ პირიქით მომხდარიყო და არ გაეძევებინათ რა ალიაქოთი ატყდებოდა. ეს ვითომ ზღვარგადასული ლაქლაქი რასობრივ შევიწროებაზე გულისამრევია. ამ თემაზე ენის მოჩლექა, პირიქით პრობლემის პროვოცირებას უფრო ახდენს.100 დან 90 მსგავს დარღვევაზე სხვა გუნდის ფეხბურთელს მსაჯი გააძევებდა. ხოლო ვინისიუსისი რომ დაეგდოთ მოედანზე 100-დან 100 შემთხვევაში დამნაშავეს გააძევებდნენ.
ამატაკი
07 მარტი 2024 17:55
1
"ფერადკანიანი" როა იმიტო დაინდო! მალე თეთრების უფლებები იმაზე უარესი იქნება ვიდრე ადრე შავების იყო, მაგრამ ჩვენ აღარავინ დაგვიცავს!
ლადო
07 მარტი 2024 12:44
0
ადამიანების გარკვეული სახეობა ნამდვილად მაიმუნის შთამომავალია !
დ.დ.
07 მარტი 2024 11:11
1
სიმართლე ითქვას მსაჯმა დაინდო ვინისიუსი, ნამდვილად იმსახურებდა წითელს.
მამუკა
07 მარტი 2024 05:00
4
ვინისიუსი მოედანზე რომ შედის, უკვე გასაძევებელია. რამე არაკაცობას უეჭველი ჩაიდენს.
მიხო რომ წყაროზე აგზავნის შვილს და წინასწარ ცემს, ჭურჭელს უცილებლად გატეხავსო, ეგ თემაა.
კოლა
07 მარტი 2024 04:38
9
რა მაფია-ს
კი ბატონო, მოლა ნასრედინზეა ეგ ისტორია. გეთანხმებით. :)
მაგრამ იყოს მიხო, შინაარსი ხომ იგივეა. თან, მიხო ჩვენია და მაგ მოლაზე არანაკლებად ეპატაჟური. :)
კოლა
07 მარტი 2024 18:24
0
მართალი ხარ რა, არაკაცობას რო ჩაიდენს წინასწარ იცი, არაკაცურად გაიტანს მინიმუმ ერთ გოლს :)
zura
07 მარტი 2024 11:12
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული