კონსეისაო: "არსენალის" არ გვეშინია, ლონდონში მოსაგებად ჩავდივართ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ლონდონის "არსენალი" "პორტოს" უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა პორტუგალიური გუნდის გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

"დრაკონების" მთავარი მწვრთნელის, სერჟიუ კონსეისაუს თქმით, მისი გუნდი "ემირეითსზე" გამარჯვებას ეცდება.

"ჩემი გუნდი ლონდონში მოსაგებად იბრძოლებს. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა მათი არ გვეშინია.

ორივე გუნდს ბრწინვალე ფეხბურთელები ჰყავს. ვეცდებით, რომ დაცვაში შეცდომები არ დავუშვათ და "არსენალი" დავამარცხოთ", - განაცხადა კონსეისაუმ.

შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩი 13 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული