"ვარჯიშზე ყველაზე დიდი დრო ამას დავუთმეთ" - რა თქვა პოლიტანომ "ბარსელონასთან" მატჩამდე?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ნაპოლი" "ბარსელონას" ესტუმრება. "პარტენოპეის" გარემარბმა მატეო პოლიტანომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა თერთმეტმეტრიანების შესრულებაზე ბევრი ივარჯიშა.

"ბარსელონას" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, პირველი მატჩის პირველ ნახევარში მეტოქემ დიდი პრობლემები შეგვიქმნა. თუ დაცვიდან ვითამაშებთ, დავისჯებით, რადგან "ბარსა" ყველაზე სახიფათო მაშინაა, როდესაც ბურთს ფლობს.

მატჩის წინ ყველაზე მეტად პენალტებზე ვივარჯიშეთ, თუმცა იმედი მაქვს, შეხვედრას ძირითად დროშივე მოვიგებთ", - განაცხადა პოლიტანომ.

აღნიშნული შეხვედრა 13 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

altროგორი იქნება "ბარსელონასა" და "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობები?

altდებოში

ბარსელონაში - დე ლაურენტისი აბობოქრდა [VIDEO]

altკალცონა კვარაცხელიაზე: არ გეთანხმებით, "ტორინოს" წინააღმდეგ მარტო მას არ უთამაშია

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს პრიშჩიკი რით ვერ ამოიღო ამ დალოცვილმა, იცო ხო ტელევიზიები მოდიან ხალხი გიყურებს, ყველა მანდ იქნება, იმედი, რუსთავი2, ფორმულა, კავკასია, ცოტა მოიწესრიგე თავი რაა.
ვაჟიკო
20:12 12-03-2024
4
რა სასაცილოა ეს პოლიტანო, ამბობს "ბარსა ყველაზე საშიში მაშინაა, როცა ბურთს ფლობსო". კინაღამ კუჭი გამისკდა სიცილით. ბურთის გარდა, აბა რა უნდა ჰქონდეს ბარსას - ნაღმსარტყოცნი?
გურამი
19:50 12-03-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული