"არსენალმა" "პორტუს" პენალტების სერიაში სძლია და 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „არსენალმა „პორტუ“ პენალტების სერიაში დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი შეხვედრა სახლში „პორტუს“ 1:0 ჰქონდა მოგებული, „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე ძირითად დროში 1:0 დაამარცხა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი ლონდონურმა გუნდმა იმარჯვა.

"არსენალი" 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მეოთხედფინალში.

ლონდონი.“ემირეითსი“
არსენალი - პორტუ 1:0 (პენ 4:2)
გოლი: 1:0 ტროსარდი (41)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული