კოსტაკურტა: "ნაპოლი" საშინლად თამაშობდა, მაგრამ მსაჯი შეცდა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონასა" და "ნაპოლის" (3:1) დაპირისპირებაზე ისაუბრა. "მილანის" ყოფილი მცველის თქმით, "პარტენოპეი" რიგ ეპიზოდებში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენის წაქცევის ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

"ჩემი აზრით, "ნაპოლიმ" წაგება დაიმსახურა, კალცონას გუნდმა პირველ 25 წუთში საშინლად ითამაშა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ "პარტენოპეი" პენალტს იმსახურებდა და ამ ეპიზოდში მსაჯი შეცდა.

"ნაპოლიმ" ბოლო პერიოდში მოუმატა, გუნდი გაუმჯობესდა. სკუდეტოს მოგების შემდეგ უმაღლეს დონეზე თამაში ძალიან რთულია, მით უმეტეს, თუ ამ ტიტულს იშვიათად იგებ.
წინა თვეებთან შედარებით, "პარტენოპეი" უკეთესად გამოიყურება", - განაცხადა კოსტაკურტამ.

altკოსტაკურტამ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

alt"მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს ეთამაშება" - შეაჩერებს კალაბრია "კვარას"? კოსტაკურტამ Gazzetta-სთან ქართულ-იტალიურ დაპირისპირებაზე ისაუბრა

altკოსტაკურტა: მესი ბავშვი მეგონა, 15 წუთში კი ანჩელოტის ვთხოვე, შევეცვალე

altკოსტაკურტამ სექსში ჩემი მუხლები გაანადგურა - ჩივის მისი მეუღლე [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსას მსაჯი ჰყავდა მოსყიდული და ამის მიხვედრა მინიმუმ 7-8 მომენტიდან შეგვეძლო სადაც მსაჯმა ჯარიმები არ დადო და ამას პლიუს ოსიმენის წაქცევისას არც პენალტი დაინიშნა და კიდევ როცა სერხი რობერტომ ლევანდოვსკის გაუკეთა პასი ამ დროს ლევანდოვსკი ბურთის გარეშე ნაპოლის მცველად და მეკარეს წინ იყო და სერხი რობერტო რომ პასს აძლევდა მაგ დროს უკან წამოიწია მაგრამ გოლი ჩაითვალა და მსაჯმა არცკი გადაამოწმა თამაშგარეზე იყო თუარა ლევანდოვსკი
მოსყიდული მსაჯი
23:15 13-03-2024
0
მეოთხედფინალში ნაპოლის ადგილი არ არის..გუნდის ჯგუფიდან. გასვლაც კი მაქსიმუმია მეტი გამორიცხულია, ჯობია დროზე აიკრას გუდა-ნაბადი ფეხბურთელმა გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა რაცკი შესაძლებელი იყო მის ადგილზე როგორცკი სპალეტი(კარგ ადგილს არავინ ტოვებს)წავიდა მასც უნდა ეზრუნა წესიერი კლუბი მოეძებნა,ჰასაგებია რეალი ბავშვობის ოცნებაა თუმცა არსებობენ არანაკლები გრანდები იგივე ლივერპულში კლოპთან დახატავდა
კახა
20:09 13-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული