11:23 16-04-2024
"დემბელე ბო**ია" - "ბარსელონას" ფანები ყოფილ ფეხბურთელს შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეეგებნენ და პსჟ-ის სასტუმროსთან ღამით დიდი ამბავი მოაწყვეს [VIDEO]
AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ფრანგმა კლუბების პირველ დაპირისპირებაში კატალონიელებს გოლი გაუტანა, რის შემდეგაც იზეიმა და ამ ყველაფერმა "ბლაუგრანას" ფანები ძალიან გააღიზიანა.
სასტუმრო Vela-ში შესვლის დროს, სადაც პსჟ-ის ფეხბურთელებმა ღამე გაათიეს, დემბელეს დანახვაზე "ბარსელონას" გულშემატკივრებმა Puta Dembele-ს სკანდირება დაიწყეს (დემბელე ბო**ია).
ტელეკომპანია El Chiringuito-ს ცნობით, ღამით კატალონიური კლუბის ფანებმა პსჟ-ის სასტუმროსთან ფეიერვერკები გაისროლეს და ამით მათთვის დისკომფორტის შექმნა სცადეს.
Diario Sport-ი აღნიშნავს, რომ პსჟ-ის გულშემატკივრები ანალოგიურად იქცეოდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის წინ, რომელიც პარიზში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და პსჟ-ის დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა საფრანგეთში "ბარსელონას" გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბარსელონაში, ბარსას "ფანები" ყავთ?! როგორც ვიცით უმეტესი ტურისტები არიან.
3
1
პუტალონიაში ბო..ბი გაახსენდათ :)))
3
9
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


