"მსაჯმა სეზონი დაგვისრულა" - ხავი აღშფოთებულია

AutoSharing Option
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე 1:4 დამარცხდა პსჟ-სთან და გათამაშებას გამოეთიშა. მსაჯმა იშტვან კოვაჩმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო 29-ე წუთზე გააძევა მასპინძელთა გუნდის მცველი რონალდ არაუხო, ხოლო 56-ე წუთზე მწვრთნელ ხავისაც წითელი ბარათი უჩვენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხავიმ კომენტარი გააკეთა.

"უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ. როდესაც სრული შემადგენლობით ვიყავით, ორგანიზებულად ვმოქმედებდით. ასეთ თამაშში წითელი ბარათის ჩვენება გადაჭარბებულია. გაძევების მერე სულ სხვა თამაში წავიდა.

რაც უნდა თქვან, გაძევებამ ყველაფერი განსაზღვრა. კაცნაკლულად დარჩენა ძნელია. სამწუხაროა, რომ მთელი სეზონის ნაშრომი მსაჯის
გადაწყვეტილებამ დაგვისრულა. გაძევების აუცილებლობა არ არსებობდა. არბიტრს ვუთხარი, რომ ეს კატასტროფა იყო. მან დაპირისპირება მოკლა, ყველაფერი შეცვალა. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ, დუმილი არ შეგვიძლია.

"ბარსა" ისევ ცდის. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ღირსეულად ვიასპარეზეთ, ვიტყოდი - შესანიშნავად", - ციტირებს ხავის "მარკა".
მკითხველის კომენტარები / 17 /
ტლიკინებ ბევრს. ღირსეულად გამოხვედი არა კვახი. ნაპოლის სახლში ყველა მოუგებს. მეტი რა გააკეთე ისეთი?
გენო
17 აპრილი 2024 09:49
6
მსაჯს ყველაზე ნაკლებად ენდომებოდა ეგ მაგრამ რომ არ გაეგდო მეორე მხარე ატეხავდა მერე ყვირილს
nika
17 აპრილი 2024 09:38
2
რა შუაშია მსაჯი, მცველის უაზრო საქციელის ბრალია ეგ. სტანდარტია რომ ბოლო იმედის ჯარიმა წითელი ბარათით ისჯება. ან საჯარიმოში შეეშვა და იქ წაექცია ან საერთოდაც არ შეხებოდა და გაეტანა გოლი (გაიტანდა თუ არა ეგ კიდევ არავინ იცის), ამით დიდად არაფერი შეიცვლებოდა ბარსასთვის.
სიმართლე
17 აპრილი 2024 09:37
1
ყველაზე გამორჩეული ფიგურა მსაჯი იყო. ასეთი დიდი ეგოს მქონე კაცი არ უნდა ამსაჯო.
გია
17 აპრილი 2024 09:17
20
მსაჯი რა შუაშია? ეგრე ბოლო იმედის ჯარიმით ბარსა ვერერთ გოლს ვერ გაიტანდა პარიზში, რა ფეხბურთია თუ ბრძოლა წესების გარეშე?
წერ
17 აპრილი 2024 10:32
0
წააგე წადი
d
17 აპრილი 2024 08:51
2
Rato qna mase too
Inkognito
17 აპრილი 2024 05:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული