"მსაჯმა სეზონი დაგვისრულა" - ხავი აღშფოთებულია

AutoSharing Option
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე 1:4 დამარცხდა პსჟ-სთან და გათამაშებას გამოეთიშა. მსაჯმა იშტვან კოვაჩმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო 29-ე წუთზე გააძევა მასპინძელთა გუნდის მცველი რონალდ არაუხო, ხოლო 56-ე წუთზე მწვრთნელ ხავისაც წითელი ბარათი უჩვენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხავიმ კომენტარი გააკეთა.

"უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ. როდესაც სრული შემადგენლობით ვიყავით, ორგანიზებულად ვმოქმედებდით. ასეთ თამაშში წითელი ბარათის ჩვენება გადაჭარბებულია. გაძევების მერე სულ სხვა თამაში წავიდა.

რაც უნდა თქვან, გაძევებამ ყველაფერი განსაზღვრა. კაცნაკლულად დარჩენა ძნელია. სამწუხაროა, რომ მთელი სეზონის ნაშრომი მსაჯის
გადაწყვეტილებამ დაგვისრულა. გაძევების აუცილებლობა არ არსებობდა. არბიტრს ვუთხარი, რომ ეს კატასტროფა იყო. მან დაპირისპირება მოკლა, ყველაფერი შეცვალა. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ, დუმილი არ შეგვიძლია.

"ბარსა" ისევ ცდის. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ღირსეულად ვიასპარეზეთ, ვიტყოდი - შესანიშნავად", - ციტირებს ხავის "მარკა".
მკითხველის კომენტარები / 17 /
ოსიმენზე, რომ პენალი არ დადეს მაშინ რატომ არ ჭიკჭიკებდე ეგრე?
tobo
17 აპრილი 2024 12:07
1
100%-იანი საწითალო ეპიზოდი იყო ძმაო
გივი
17 აპრილი 2024 10:34
8
რა შუაშია მსაჯი, მცველის უაზრო საქციელის ბრალია ეგ. სტანდარტია რომ ბოლო იმედის ჯარიმა წითელი ბარათით ისჯება. ან საჯარიმოში შეეშვა და იქ წაექცია ან საერთოდაც არ შეხებოდა და გაეტანა გოლი (გაიტანდა თუ არა ეგ კიდევ არავინ იცის), ამით დიდად არაფერი შეიცვლებოდა ბარსასთვის.
სიმართლე
17 აპრილი 2024 09:37
1
წააგე წადი
d
17 აპრილი 2024 08:51
2
ტლიკინებ ბევრს. ღირსეულად გამოხვედი არა კვახი. ნაპოლის სახლში ყველა მოუგებს. მეტი რა გააკეთე ისეთი?
გენო
17 აპრილი 2024 09:49
6
მსაჯს ყველაზე ნაკლებად ენდომებოდა ეგ მაგრამ რომ არ გაეგდო მეორე მხარე ატეხავდა მერე ყვირილს
nika
17 აპრილი 2024 09:38
2
წითელი რომ არა, პსჟ-ს შანსი არ ქონდა, მაგრამ წითელი ნაღდად იყო, ასე რომ, თავის თავს დააბრალონ
ლუკა
17 აპრილი 2024 11:23
0
ერთი მსაჯთან რა გინდა ვერ ვხვდები უი პენალი არ დადო თამაში უნდა მოვიგოთ უი კაცი არ გამიგდო უნდა მოვიგოთ მიდი და მოიგე თუ შეგეძლო რა გუნდიც გყავს იმას თამაშობ შენს თავს დააბრალე ოარიზშიც გაგიმართლა მაგრათ და მაგით დაკმაყოფილდა ეს მტირალა მწვრთნელი იმენა უნდა გაუშვა ვეჩნი წითელზე.
Bavaria
17 აპრილი 2024 12:56
4
არასოდეს მომწონდა პარიზის გუნდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ვქომაგობდი და რო მოიგეს ძალიანაც გამისწორდა!
დათო.
17 აპრილი 2024 11:42
1
ობიექტურად ბარსა დღეს უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე პსჟ.
ფეხბურთი
17 აპრილი 2024 10:30
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული