პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონას" 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი პორნოვარსკვლავთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე პსჟ-სთან 1:4 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში 4:6 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

აღნიშნულ დაპირისპირებამდე კატალონიელთა 17 წლის მცველი და ამომავალი ვარსკვლავი პაუ კუბარსი ერთგვარ სკანდალში გაეხვია.

სოციალური ქსელში გავრცელდა "სქრინები", სადაც ნაჩვენები იყო, რომ მან Instagram-ზე პოპულარული პორნოვარსკვლავის, ლანა როადესის ყველა ფოტო მოიწონა.

ეს ამბავი მალე ვირუსული გახდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყველა მოწონება გააუქმა.

ლანა როადესი არის ამერიკელი პორნომსახიობი, XBIZ ჯილდოს მფლობელი კატეგორიაში "საუკეთესო ახალი ვარსკვლავი". ის 27 წლისაა. გოგონას სიმაღლე
160 სანტიმეტრია.

რაც შეეხება კუბარსის, ის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ლამინე იამალის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. მან პსჟ-სთან მატჩში სრულად ითამაშა, თუმცა თავის გუნდს წარმატების მიღწევაში ვერ დაეხმარა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მაგიტო იყო პსჟ-სთან ახალჩამოკრულივით თამაშობდა
შაკო
17:54 18-04-2024
1
ვინც ვერ გაიგო იმათთვის - 17 წლისაა, არასრულწლოვანი და ოფიციალურად პორნოს ყურება არ შეუძლია, 18+ ტყუილად არაა, ეგაა სკანდალი და არა ის რომ ეს ლამაზი გოგო მოიწონა
რრრ
08:37 18-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული