ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიდი მატჩები - "რეალმა" "სიტის", ხოლო "ბაიერნმა" "არსენალს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდა და ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა.

პირველი შეხვედრები ფრედ დასრულდა და დღევანდელი თამაშებიც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.

„რეალმა“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. სტუმრები როდრიგომ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები განუწყვეტლივ უტევდნენ. დე ბრუინმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ექსტრა ტაიმებში გოლი არ გავიდა, პენალტების სერიაში კი "სამეფო გუნდმა" იმარჯვა.

„ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე „არსენალს“ კიმიხის გოლით 1:0 სძლია და 2020 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში - მაშინ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52
306
მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 1:1 (პენ 3:4)
გოლები: 0:1 როდრიგო (12), 1:1 დე ბრუინი (76)

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - არსენალი 1:0
გოლი: კიმიხი (63)

. ნახევარფინალური წყვილები გაირკვა: პსჟ-„დორტმუნდი“ და „რეალი“-„ბაიერნი“. პირველი მატჩები 30 აპრილს და 1-ელ მაისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 7 და 8 მაისს.

. „რეალის“ შემტევი როდრიგო მეცხრე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი გაიტანა.
. „არსენალმა“ ბოლო 3 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - ორი წაგება და ერთი ფრე.
. „ბაიერნის“ მწვრთნელმა ტუხელმა თავისი გუნდები უკანასკნელ ხუთ წელიწადში მესამედ გაიყვანა 1/2-ფინალში.
. "ბაიერნის" მეკარე ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე 58-ე მშრალი მატჩი ჩაატარა და კასილიასის რეკორდი დაამხო.
. "სიტის" თავდამსხმელმა ჰოლანმა "რეალთან" ოთხ დაპირისპირებაში გოლი ვერ გიტანა.
. "რეალი" ნახევარფინალში მეჩვიდმეტედ გავიდა, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე  ცამეტი ნახევარფინალით "ბაიერნია".
. "მანჩესტერ სიტი" 2020 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა 1/2-ფინალში.

altპსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონას" 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი პორნოვარსკვლავთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვია

მკითხველის კომენტარები / 23 /
რეალის ჰეიტერებს მოკითხვა მანჩესტერიდან.
მამუკა
18 აპრილი 2024 02:07
1
რეალის ჰეითერები გამოქვაბულში ვეღარ ეტევიანო და მართალია? ))))
მეგრელი
18 აპრილი 2024 01:58
0
Faqti is ari rom reali penlebshic momzadebuli iyo gavida is gundi vinc uket iyo momzadebuli am matchistvis
საინტერესოა
18 აპრილი 2024 01:55
1
ასეთი დაუმსახურებელი ნახევარფინალისტი არ ახსოვს ჩემპიონთა ლიგას. გუნდს კუთხური არ ჩაუწოდებია. მოურინიოს რომ შეშურდებოდა ისეთი ავტობუსი დააყენა ანჩელოტიმ...
???
18 აპრილი 2024 02:00
41
ხო გეუბნებით ნუ ყომარობ კუთხურებზეთქო ძმაო რა...
..
18 აპრილი 2024 02:37
0
ესეთი უაზრო და უსამართლო სპორტი არსებობს კიდე? მთელი 120 წუთის მანძილზე ერთი გუნდი ცდილობდა ეთამაშა მეორე გუნდი ცდილობდა ხელი შეეშალა თამაშში. სხვა სპორტში ჭიდაობა აიღე მაგალითად ან გააფრთხილებდნენ ან პარტერში ჩააყენებდნენ ბოლოს საერთოდ მოხსნიდნენ. არათუ ამ სპორტის მესვეურები, მილიონობით მაყურებელი უყურებს ამ საზიზღრობას და პრობლემა არა აქვს.(ისე მეც ეხლაღა მივხვდი რო მაგრად მომატყუეს, ცხოვრების 120 წუთი ამახიეს ფაქტიურად). რეალის გულშემატკივრებს არ ეწყინოს, რეალი უდიდესი გუნდია. ხვალ რეალი აღმოჩნდება იგივე მდგომარეობაში, და არა ერთხელ აღმოჩენილა.
ფეხბურთის ფანი
18 აპრილი 2024 03:58
6
ყველა გამოხმაურება
დაიშოკა არწეწა.
London Weekly
18 აპრილი 2024 02:30
1
ხომ წაგკუზათ რეალმა გამოიღეთ ეხლა
Real
18 აპრილი 2024 08:16
1
აქ ვიღაცეები გუშინ წერდნენ კატალონიას მადრიდიც მიყვებაო.. ნეტა რა ხასიათზე არიან ეხლა???))) მთავარი ფავორიტი ხო იცით ვინ არის ეხლა!!!
მაიცა რა
18 აპრილი 2024 10:07
1
ისე იქადნება ზოგი რეალის ფანი, თითქოს დაახიეს ბურთი თავზე სიტის. ერთი გუნდი თამაშობდა გუშინ. მადრიდში კიდევ რაღაცას აკეთებნენ გუშინ ვერაფერი ვერ ვნახე რეალისგან ღირებული. ყოჩაღ ლუნინს და რუდიგერს. მათი დიდი წვლილი შეიტანეს ნახევარფინალში გასვლისთვის. ჩემი ფავორიტი პსჟეა და რეალის დაჯახება მერჩივნა, ვიდრე სიტის. თუმცა ჯერ ბავარიას უნდა გასცდეს. რაც გაუჭირდება
დავით 67
18 აპრილი 2024 13:23
7
კი ვიცით. პსჟ
დავით 67
18 აპრილი 2024 13:12
3
ყველა გამოხმაურება
ჰოლანდი თამაშობდა საერთოდ? ისე ჩვენში დარჩეს და ძაან ხომ არ არის გაპიარებული?
დათო.
18 აპრილი 2024 13:12
0
მომავალ სეზონში კილიანი რომ დაგვემატება მერე კიდე უფრო მძაფრად შეიგრძნობთ თეთრი ვარდის სურნელს
სლავა მინდელი
18 აპრილი 2024 10:08
1
ბარსას ფანებმა იფიქრეს გვეღირსა და ლიგაზე რეალზე შორს მივდივართო მაგრამ რაც მიიღეს გამოჩნდა კარგად :):):):):)
zura
18 აპრილი 2024 09:57
1

სიახლეები პოპულარული