პირველი შეხვედრები ფრედ დასრულდა და დღევანდელი თამაშებიც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.
„რეალმა“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. სტუმრები როდრიგომ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები განუწყვეტლივ უტევდნენ. დე ბრუინმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ექსტრა ტაიმებში გოლი არ გავიდა, პენალტების სერიაში კი "სამეფო გუნდმა" იმარჯვა.
„ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე „არსენალს“ კიმიხის გოლით 1:0 სძლია და 2020 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში - მაშინ ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 306 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 1:1 (პენ 3:4)გოლები: 0:1 როდრიგო (12), 1:1 დე ბრუინი (76)
მიუნხენი. „ალიანც არენა“. 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - არსენალი 1:0
გოლი: კიმიხი (63)
. „რეალის“ შემტევი როდრიგო მეცხრე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი გაიტანა.
. „არსენალმა“ ბოლო 3 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - ორი წაგება და ერთი ფრე.
. „ბაიერნის“ მწვრთნელმა ტუხელმა თავისი გუნდები უკანასკნელ ხუთ წელიწადში მესამედ გაიყვანა 1/2-ფინალში.
. "ბაიერნის" მეკარე ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე 58-ე მშრალი მატჩი ჩაატარა და კასილიასის რეკორდი დაამხო.
. "სიტის" თავდამსხმელმა ჰოლანმა "რეალთან" ოთხ დაპირისპირებაში გოლი ვერ გიტანა.
. "რეალი" ნახევარფინალში მეჩვიდმეტედ გავიდა, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე ცამეტი ნახევარფინალით "ბაიერნია".
. "მანჩესტერ სიტი" 2020 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა 1/2-ფინალში.
. "რეალი" ნახევარფინალში მეჩვიდმეტედ გავიდა, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე ცამეტი ნახევარფინალით "ბაიერნია".
. "მანჩესტერ სიტი" 2020 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა 1/2-ფინალში.