ანჩელოტიმ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, ნოიერმა კი კასილასს გადაუსწრო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდი ისტორიაში მეათედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც "სიტის" დამრიგებლის, ხოსეპ გვარდიოლას შედეგის გამეორებაა.

იტალიელმა ეს ნიშნული სწორედ პეპის კლუბთან მეოთხედფინალურ 2-რაუნდიან დაპირისპირებაში დააფიქსირა, როდესაც "ეტიჰადზე" პენალტების სერიაში იმარჯვა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყველა დროის რეკორდის ავტორი გახდა მანუელ ნოიერი, რომლის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "არსენალს" 1:0 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში მათ სასარგებლოდ 3:2 დაფიქსირდა და ნახევარფინალშიც გავიდნენ.

ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე კარი 58-ე შეხვედრაში შეინახა მშრალად და კასილასს გადაასწრო (57 მატჩი გოლგაუშვებლად).
მკითხველის კომენტარები / 4 /
ორი მართლაც გენიოსი მწვრთნელია ფოტოზე..ანჩელოტი ცოტა ძველი ეპოქის..მაგრამ მაგაშია სიდიადე..ახალ რეალობასთან ადაპტაცია..გვარდიოლაა და ყოველ წელს ჩემპიონობის ფავორიტია პრემიერ ლიგაა თუ ჩემპიონთა ლიგა..ამათ პლუს კლოპი..ალბათ საუკეთესო სამეულია.
კიეზა.
18 აპრილი 2024 19:53
0
ყოველთვის მაგით უგებს (ტიტულებს) რეალი ბარსას, სულ გენიოსი მწვრთნელები ყავს, აბა ბარსელონას მწვრთნელები გაიხსენეთ და შეადარეთ. გენიოსების (კრუიფი, გვარდიოლა) დროს კი იყვნენ საუკეთესოები, მაგრამ სხვები? სად პოულობენ ზოგი ისეთია, რომ მეორე გუნდს თუ ჩააბარებდა ჭკვიანი პრეზიდენტი!
@
19 აპრილი 2024 00:48
0
ბუფონი რა შუაშია ვერ მივხვდი
გიგა
18 აპრილი 2024 19:18
0
ანჩელოტი არის გენიოსი, ამ შემადგენლობით ამ სიტის რომ გამოაგდებ, წარმომიდგენია ეს მომავალ წელს რას იზავს, მბაპეს,ენდრიკს და დევისს რომ დაიმატებენ
მამუკა
18 აპრილი 2024 18:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული