"სიტიმ" "რეალი" გაანადგურა, მადრიდელები მანჩესტერელებს მილიონჯერ ჩამორჩებიან" - პოლ მერსონი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში "რეალმა" "მანჩესტერ სიტი" თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:3 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად სპორტულმა ჟურნალისტმა პოლ მერსონმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა "სიტიმ" დაიმსახურა, თუმცა "რეალს" გაუმართლა.

"მატჩის შედეგი სამარცხვინო იყო, "სიტი" "რეალთან" ისე გამოიყურებოდა, როგორც ამას "ლუთონთან" აკეთებს ხოლმე.

"რეალი" მომდევნო ეტაპზე გამართლების ხარჯზე გავიდა, ისინი უბრალოდ განადგურდნენ.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური მატჩი, რაც კი ოდესმე მინახავს. ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა.

"ბლანკოსი" "ქალაქელებს" მილიონჯერ
ჩამორჩება", - განაცხადა მერსონმა.

 

altმერსონი - გვარდიოლაზე: როგორ შეიძლება იყო საუკეთესო მწვრთნელი, როცა 22-ქულიანი ჩამორჩენა გაქვს?

მკითხველის კომენტარები / 18 /
ბარსამანია ტოკამს, როგორ თუ რეალმა გააღწია და ბარსას ააცმეინეს :| :))))
დათო
19 აპრილი 2024 21:29
2
ზუსტად რომ ეგრე იყო იმიტომ რომ ხელაიფმა ყველაფერი იღონა რომ მსაჯების უველა შეცდომა პსჟ-ს სასარგებლოდ ყოფილიყო აბა შეიხი ფულს ფლანგავს და შედეგს ვერ დებს. ისე დაახტნენ ბარსას და მის ფანებს ერთ ადგილზე
ბლაუგრანა
22 აპრილი 2024 10:00
2
მაგრად ვიცინე, ლუზერების სტატია)))))
წააგე, წადი სახლში როგორც ბარსა
მეგრელი
19 აპრილი 2024 20:22
2
ბევრი ფული, სახელი, ძალაუფლება, გავლენა.
აი რეალი
19 აპრილი 2024 20:21
6
სწორედ ეგ არის რეალის დნმ, შეიძლება ცუდად ითამაშოს, მაგრამ შედეგი მაინც დადოს, 40 წელზე მეტია რეალის ფანი ვარ და ფაქტიურად თამაშს არ ვტოვებ რომ არ ვუყურო, ჯერ კიდევ ბუტრაგენიოს და უგო სანჩესის დროს ბევრჯერ წაუგია რეალს გასვლაზე 3 და 4 ბურთიანი სხვსობით, მაგრამ სანტიაგო ბერნაბეუზე ერთით მეტ ბურთს უტანდა, რაღაც სხვანაირი აურა აქვს რეალ მადრიდს და თავად სტადიონსაც, სადაც გაიხედავ ყველგან თასებია, სურათები ძველი ლეგენდების, ძეგლები, რაღაც სხვანაირად იმუხტები ამ ყველაფრის შემყურე, დღევანდელი რეალის ახალგაზრდა ფეხბურთელები კიდე ამ ყველაფერს რომ ყოველდღე ხედავენ სულ სხვა იმუნიტეტი უვითარდებათ, ამიტომ არის რომ უმრავლესობა ისე თავისუფლად თამაშობს თითქოს ერთი 10 წლის სტაჟი ჰქონდეთ რეალში, თავდაჯერებულები და გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. ერთი სიტყვით დიდი ისტორიის კლუბია და ეს ტიტულებზეც ისახება.
მამუკა
19 აპრილი 2024 17:04
1
nedved შენ იუვენტუსს რომ მაკრატელა გაუკეთა რონალდუმ, ალბათ იმ შოკიდან არ გამოსულხარ ხო ჯერ?? :d:d:d
რეალობა
21 აპრილი 2024 02:41
0
ეგეთი რამე არ არსებობს როგორც "საფეხბურთო დნმ", მაგას ქვია უბრალო იღბლის ბუკეტი, როცა მთელი თამაში ბურთი არ დაგინახავს და მაინც მიძვრები რაღაცანირად
nedved
20 აპრილი 2024 01:07
7
ყველა გამოხმაურება
ამან სხვა თამაშს უყურა :))))
Pepelu
19 აპრილი 2024 16:32
9
ძალიან ბევრი მომენტი შექმნეს თუ რა? სიტის სამი რეალური მომენტი ქონდა, მადრიდს ორი. 75 წუთამდე, სანამ არ შეცდა რეალი დაცვაში, ერთი მომენტი არ ქონდა სიტის. მადრიდმა რა დაცვა ითამაშა, მასტერკლასია ეგ. მარტო ბურთის წინ და უკან გორაობა არაა ფეხბურთი.
რეალი წელს მეექვსე ჩემპიონთა თასს აიღებს ბოლო ათ წელიწადში, ესენი კიდევ ყოველ წელს იძახიან გაუმართლაო მადრიდს. გამართლება კი არა კლასია ეგ ფეხბურთელების.
ixvi
19 აპრილი 2024 16:24
2
მართალია, სიტი უკეთესი იყო, ძალიან მაგარი მომენტებიც ქონდა და შეიძლება ითქვას რომ ის უფრო იმსახურებდა მოგებას, მაგრამ მთავარი ტაბლოა.
...
19 აპრილი 2024 14:00
3
ცალკეული ფეხბურთელების კლასის ხარჯზე ბუუბ!სამარცხვინოდ ითამაშეს და საერთოდ ასეა რეალი,მხოლოდ დელ ბოსკეს დროის ბრწყინავდნენ!
ლუკა
19 აპრილი 2024 13:53
16
ეეჰ, ფული გაქვთ, მაგრამ ჭკუა არა! ფერგიუსონი, ვენგერი და გვარდიოლა რომ არ ყოფილიყვნენ ვერც ფული გიშველიდათ. იტალია რომ იტალიაა, მათგან შესაძლოა 6 კლუბი გამოვიდეს ლიგაზე, თქვენ კი ოთხს არ იმსახურებთ!
ლაშა
19 აპრილი 2024 12:06
3
იტალია ვისზე ნაკლებია?
შაკო
19 აპრილი 2024 14:21
2
შედეგი პოლ!! შედეგია მთავარი!!
არ მუშაობს: წააგეს,მაგრამ კარგად ითამაშეს!!
buba
19 აპრილი 2024 12:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული