ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "დორტმუნდმა" პსჟ-ს 1:0 მოუგო - "პარკ დე პრენსზე" ომი იქნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „დორტმუნდმა“ საკუთარ მოედანზე პსჟ 1:0 დაამარცხა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ. ჯერ ზაბიტცერის დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია, შემდეგ კი ერნანდესის პასის შედეგად ფიულკრუგმა გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს ზაბიტცერს ისევ მიეცა შანსი და ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ერთი შეტევისას ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს, ფაბიან რუისმა ვერ უწია მიზანს, ხოლო მბაპეს გატანა მეკარე კობელმა არ დაანება. „ბორუსიამ“ შეტევით უპასუხა, ფიულკრუგმა ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი კარს, საბოლოოდ 1:0 და ყველაფერი "პარკ დე
პრენსზე" გადაწყდება.

საპასუხო შეხვედრა 7 მაისს პარიზში ჩატარდება.

31 წლის ფიულკრუგმა „დორტმუნდში“ სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - პსჟ 1:0
გოლი: ფიულკრუგი (36)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზურა მართალია
soso
14:16 02-05-2024
3
რეალი-დორტმუნდი იქნება ფინალი.
Dima
09:52 02-05-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული