"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
კარგი სიტყვებია, ჭკვიანი გაიგებს!
გიორგი - 11
03 მაისი 2024 21:49
26
გიორგი მე-11 ცუდად დაამთავრა!
მიზეზი იცი ? )))
შენ რომელი გიორგი ხარ ?
03 მაისი 2024 22:31
1
ჭირი და ჯანდაბა: ყველა ნაცს, პარიჟანკა ამრევ სალომეს, ზურა დაბოლილ გასიევს და მის პატალა დაბოლილებს, ელჩებს განსაკუთრებით ამერიკის, ევრო კავშირის ნაც ლობისტებს, დამყაყებულ ამერიკის კონგრესმენებს, აქაურ არტისტკებს, მომღერლებს და იმ სპორტსმენებს რომლებიც აქეზებენ ამ პატალა მიშისტებს. ასეთი დაძაბული აღდგომა დაგდომოდეთ თქვენ და თქვენს მოდგმას! აღდგომაზეც არ ისვენებთ და არ გვასვენებთ შიზოიდო ჭინკებო? დაფვანებეთ ქართველ ერს თავიიიიი!!!!!!!!
ლიკა.
03 მაისი 2024 21:43
33
სირცხვილი და სახიფათო, შენი ნაცებია! ლიკა.
სურცხვილიას.
04 მაისი 2024 00:03
0
ეგ წყევლა ნამდვილად არ დამიბრუნდება, რადგანაც სატანისტების წინააღმდეგ არის ნათქვამი, ისე რომ მაგ მხრივ ნამდვილად მშვიდად ვარ, თქვენ იკითხეთ ეშმაკის მოციქულებო! ლიკა.
ზაურიკოს
03 მაისი 2024 23:41
0
ყველა გამოხმაურება
ეს ჭაღარა კლოუნი დაიბადა 1958 წელს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატო გახდა 1980 წელს. რაცკი რამე მოიგო, სულ სსრკ დროს და სსრკ დროშით. ახლა ამიხსენით, ეს კლოუნი რას ერჩის ბუდუს??? ხაბარელი, მოდი აბა წითელქუდა მოგვიყევი, რომ დავრწმუნდეთ რომ რაც გვგონია, ის არ ხარ ....
სასწაული თუ გინდათ ...
03 მაისი 2024 21:12
25
კოტე, შენა ხარ ბიჭო, "სიჩუმეზე გიცან" !
ეხ, კოტიკო !
სასეაულ - ს- ს
03 მაისი 2024 22:38
1
შე ნაგავო დეგენერატო! ხაბარელის მვერიც არ ხარ, შე უზრდელო.
სასწაულს
03 მაისი 2024 21:45
31
კალაძეს, ხაბარელს, და ვოლსკის რამდენათ მოგვყიდიდით იტალიელებს, ბატონო პუტინოო,,, ძალიან გვიჭირს ფეხბურთში, ჭიდაობაში, და მაფიაში. ეს სამეული შეავსებდა ჩვენს გაჭირვებას... ფორცა იტალიააა. ვაი თქვენს პატრონს.
,იტალიური ოცნება
03 მაისი 2024 20:32
26
მოიცა შენ რა ცოდნა გქონდა პარლამენტში რო გარბოდი? იპონის საკეთებლად შეხვედი იქ? იქნებ ფულის? ძიუდოს ფედერაციის ადგილას რომ კორპუსი ჩადგი ვაკეში და გამილიონერდი ეგ ევროპამ მოგთხოვა? ნამუსი იქონიე ცოტა ბიძია ბაბუა
Gia
03 მაისი 2024 20:11
21
ორი წიგნი არ გაქვთ წაკითხული ,თქვენ ჭკუაზე ვის არიგებთ! თქვენ ღამის თ ო რ მ ე ტ ო , ს ა ა თ ო თ ქ ვ ე ნ ა..
მამუკა
03 მაისი 2024 20:05
8
ნეტა დიმიტრი რას იტყვის მედვედევი ( დიმონა), ძალიან უნდა გვაღელვებს.სხვა სხვაობას ამათ ნალაპარაკებში არ ჩანს. ედინაია როსსია და კარტული ოცნება დაძმობილდნენ.
Walter White
03 მაისი 2024 19:44
17
ამ სპორცმენ-დეპუტატებს თუ რამე გაუკეთებიათ, თავს ნუ გვამადლიან რა, ყველა ფულის მოსაქაფადაა პარლამენტში აზრზე არ არიან არაფრის. მიხედეთ რა იმ საქმეს რაც ასე თუ ისე გეხერხებათ. არაა პოლიტიკა თქვენი საქმე, არ იცით
ლაშა
03 მაისი 2024 19:32
16
ხალხო. ეს ყანდიაშვილ-ნაცვლიშვილ-რამიშვილის ბოტები სად გაქრნენ? ნუთუ მიხვდნენ რომ მაგატი დრო წასულია? ჯერ კიდევ 3 დღის წინ, რაიმეს დაწერდი და 15 წუთში 100 დისლაიქი გქონდა, სადაა ეხ ხალხი?
სასწაული თუ გინდათ ...
03 მაისი 2024 19:32
17
კახა-ს
საარდგომოთ -არა ! სააღდგომოდ არის სწორი . ,,რას გასწავლიდნენ შე უბედურო გიმნაზიაში "? ))ვის განათლებაზე ლაპარაკობთ თქვე გაჭირვებულებო ?!
ტარიელი
10 მაისი 2024 05:17
0
რამიშვილი ჩემოდანს ალაგებს
ხამი
03 მაისი 2024 22:10
5
ყველა გამოხმაურება
ბ-ო შოთა დიდი პატივისცემის მიუხედავად, პოლიტიკას პოლიტიკოსებმა მიხედონ
Koba-Koba
03 მაისი 2024 19:18
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული