"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
ბუდუ კსრგია, მაგრამ ჯერ კვერცხია და წინ ევროპა აქვᲗ.. იქ აიცრებიან..
გრიᲨო
03 მაისი 2024 19:06
51
დანაწევრებული მეტყველება შეგიძლიათ? რა დაწერეთ, შინაარსი ვინმეს ესმის?
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 19:42
7
თურმე რუსეთში კვერცხების დეფიციტია
და საკმაოდ აწეულა ფასი ...
კვერცხი, მეტსახელად გრიშო .
03 მაისი 2024 19:28
8
ყველა გამოხმაურება
გაქცეულმა რომ თავური ჩაიდინა . . .ვაიმე ბიჭოოოო შენ აზრძე არ ხარ რა გადაყარეს წყალში. . მსგავს სიტუაციაში არველაძე და ქინქლაძე ფეხს არ გაწევდნენ არათუ თავს. . ერმა გაგაღმერთა და მომენტალურად ჩაისვარე
ნაპოლეონი
03 მაისი 2024 18:59
42
ეს აქაური ტროლბოტები არ ჩანს გუგლიდან ნათარგმნი აქვს ტექსტი)) რუსებიც ეხმარებიან იქედან და აქედან თავიიანთ ქოცურ მთავრობას საქართველოში.
რა ენაზე წერ-ს
03 მაისი 2024 19:45
11
ეს ნაღდად რუსულიდან გადმოთარგმნილია ! :)))))
რა ენაზე წერ ?
03 მაისი 2024 19:29
5
ამ დამსახურებულ ადამიანს რა გაუჭირდა ამისთანა, რომ ასეთ შარში გაყო თავი? ხაბარელს ვგულისხმობ. ეს ბიძინა ყველას რყვნის. იყავი რა ქორწილ-ქელეხების ოლიმპიური ჩემპიონი, ყველა განათლებულმა ადამიანმა რატომ გინდა გაგინოს?
???
03 მაისი 2024 18:57
24
საგინებელი შენ და შენნაირები არიან, განსხვავებული აზრის ადამიანები რუსები და რუსეთუმეები რომ გგოგიათ!
ზ. ვ.
04 მაისი 2024 03:11
0
ხოჭოლავა და ბასილაშვილი უჯიგრო ტიპები არიან!პირადი ცხოვრების მეტი არაფერი აინტერესებს,არც არასდროს უქართველიათ,დავაი,დავაი ბიჭებოო!!!!
!!-ს
03 მაისი 2024 18:49
16
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო-სწორედ ქოცებზეა ნათქვამი.ანუ მათი ოჯახის წევრები თვითონაც საშოპინგოდ,დასასვენებლად, სტილისტანაც კი ევროპაში დადიან.აქ კიდევ 24 საათი ევროპელების ლანძღვაში არიან.თუ ესე არ მოგწონთ ეს ევროპა რაღას დადიხართ?რატო აძლევთ თქვენ შვილებს იქ განათლებას?რატო დადიხართ სამკურნალოდ იქ?იარეთ დედა რუსეთში,მაშინ დავიჯერებთ რო მართლები ხართ.თორემ ესე რა გამოდის თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის საუკეთესო გინდათ(ევროპა)ჩვენ კიდევ ტაგანროკს და მაგადანს იმეტებთ,ეგრე არ გამოვა.
თემო
03 მაისი 2024 18:45
15
იმ სისხლიანი რეჟიმის დროს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყავი, ძიუდოს ფედერაციის მაღალჩინოსანიც! ჩინმედლებსაც ლამაზად ირგებდი და პრემიებსაც! ეხლა აღარ გინდა არა….?
Zaza
03 მაისი 2024 18:16
16
თუ კარგად დავაკვირდებით, შოთას გამოხედვაც ტუპოი აქვს, მაგალითად როგორც სოზარას ან კაჭარავას. )))))) აი სოზარა მაინც ჩემი ჯილაა რაა. უსაყვარლესი ტიპაჟი და პაციენტია.)))))))
ავლიპა
03 მაისი 2024 17:57
14
სოზარი და შათირიშვილი ცნობილი ალკონავტები არიან და მაგით ყავთ დაჭერილი. ეგ ყველამ იცის თბილისში ...
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 18:05
6
ეს კაცი არის 65 წლის, ანუ პენსიონერია. რატომ უნდა ასწავლიდეს ახალგაზრდებს, 30 წლის შემდეგ როგორ ქვეყანაშ უნდათ ცხოვრება? ბებიაჩემი როგორც იტყოდა, "ცას უნდა გამოეკეროს?" ცოტა ამ ბებრებს მორიდება რომ ვინმემ ასწავლოს, არ შეიძლება?
სიმართლის მოყვარული
03 მაისი 2024 17:51
26
მაგ სიმართლით იარე შენ და შენმა მოდგმამ მთელი ცხოვრება! მაგიტომაც არიან ეგ შენი შერეკილი ახალგაზრდობა, შერეკილები, რო არ აფასებთ უმფროს თაობას. სახლში ბებია და ბაბუა მყავს ასაკოვანები და ხელის გულზე ვატარებთ შვილიშვილები! საქართველო ყველასია! დიახ, ქართულ კანონს! რომელსაც ეჭინააღმდეგებიან კოლექტიური გიგაურები და ლომჯარიები, რათა არ გავიგოთ მაგათი ბნელი საქმეები!
სიმართლის მოყვარული.
03 მაისი 2024 19:36
14
შენ ხო გადაბულბულებული გაქვს ეგ კანონი რაა.ცხოვრებაში ერთი წიგნი მაინც გაქვს წაკითხული?ან ვინც ჩამოთვალე,თუნდაც იმათ.და ვერცერთი მუხლობრივად წაკითხვით კანონის ვერანაირ აზრს ვერ გაიგებთ და რაზე ლაპარაკობ?პ.ს.ბუდუ დაიკიდე,კაცი ხარ კაცური
გულშემატკივარი
03 მაისი 2024 17:44
15
ხოდა, ნამდვილ "ამოგლეჯას" მალე გაიგებენ შოთიკო და ძმანი მისნი.))))
კარატისტი
03 მაისი 2024 17:40
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული