"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
განსაკუთრებით, საქართველოში !
ეეჰ, ბატონო შოთა !
თქვენ და ხელისუფლებას, დიდი ხანია აღარ გესმით ხალხის და მარტო თქვენი პირადი მერკანტილური ინტერესებით მოქმედებთ ...
მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ეს არ წაიკითხოთ, მარა
თუ ვინმე, ხელისუფლების და საოცრად გაზრდილი ამდენი გაზულუქებული მთავრობა- პარლამენტის წევრთა მხარდამჭერი მაინც წაიკითხავს,
იქნებ დაფიქრდეთ , რომ
დამკვირებული - "ოღონდ და სანამდე მე ვიყო კარგად", ა რ ვ ა რ გ ა !

ყოფიერება განაპირობებს ცნობიერებას !
03 მაისი 2024 17:03
6
ჩემ შვილს არ უყვარს "შვილოს" რომ ვეძახი და გამომივიდა ეს ახლა ბუდუს დამრიგებელი. შენ შვილები ასწავლე ჭკუა, თუ გყავს.
ირაკლი
03 მაისი 2024 16:57
7
ოლიმპიურ კომიტეტშიც კარგად დაბინავებულიც !
შვილებიც ჰყავს და ...
03 მაისი 2024 19:16
2
ნუ იმეორებენ თუთიყუშებივით რუსულ კანონს უნდა დაასაბუთო რატომაა რუსული
კობა
03 მაისი 2024 16:27
52
ეს საცოდავები მიზეზს ვერ ასახელებენ, რატოა რუსული და პატრიოტებად მოაქვთ თავი
კობას
04 მაისი 2024 03:32
0
იმიტომ რომ რუსული საქმისთვის შემოაგდეს ეს მკვდრადშობილი კანონი და მიტომ.
888
03 მაისი 2024 19:11
7
ყველა გამოხმაურება
ეს მაგარ მოაზროვნედ და კონსტიტუციონალისტად ჩამოყალიბდა:))) .სალაფავს და ბიზნესის საკრიშავ პარლამენტს კარგავ ჯიგარსონ?როგორ მინდა ესენი რამე არადადგმულ ინტელექტუალურ შოუში გაიჩითნონ. Მერე ერთად ვიცინოთ.
Silver xerxes
03 მაისი 2024 16:19
10
Მთის ხალხი ხევსურები და მთიულები გადააშენეს , ზოგი ბარში გადმოასახლეს და ჩაასახლეს გვარგადაკეთებული ოსები და სომხები.ხაბარელი , ალუდა პანდა ღუდუშაური(ქალიშვილობაში კეკლუცაური) , ზვიადაური და ა.შ.
garegin meore
03 მაისი 2024 16:13
9
Მეფის რუსეთმა და კამუნისტებმა ჩაასახლეს
garegin meore
03 მაისი 2024 16:28
1
Მოჭიდავეები და ძიუდოისტები ყველაზე ახლოს არიან კრიმინალთან .ეს ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს მასკით მიტინგს დაარბევინებდნენ.ეს ხაბარელია თუ ხაბელოვი ოპეგეს ტორპედოა .დარწმუნებული ვარ მერე გვერდის წაკითხვის შემდეგ თავი ტკივდება შოტა ხაბარელოვს .
# ხაბარელი ხაბაროვსკში !
garegin meore
03 მაისი 2024 16:10
12
სტატია აღარც წამიკითხავს მას მერე რაც წავიკითხე შვილოს მოწოდების შემდეგ კალაძეს მიღწევებზე. სამშობლოზე კალაძეს უნდა დაეკითხონ ყველა ფეხბურთელი ბატონო შოთა? ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მომგები ფეხბურთელი მეტი არ გვყავს და ვინ იცის აღარც გვყავდეს. შვილო აღარაა ადამიანი როდესაც სამშობლოზეა ლაპარაკი. იუნკერებიც შვილოები იყვნენ მაგრამ იდეის გამო სამშობლოზე ღორევს თავი შეაკლეს. ბუდუს ნაირი “შვილოებისაა” საქართველო და ზღვა “შვილოები” გამოვიდნენ გარეთ. ქოცები ხართ მიჩვეული ბულიგს და ძალადობას. ზუსტად ამას ქვია ბულინგი რასაც თქვენ აკეთებთ და ძალადო გმირთა მოედანზე ქალების და ბავშვების ცემაში გამოხატეს თქვენმა “მილიციელნა” (ძაღლებმა) შემდეგ ზონდერებიც მიგზავნეთ და დაცალკევებულ ახალგაზდებს სცემეთ თქვე მოძალადეებო და ნაგვებო. ყველაფერს ვხედავთ ხალხი და ვინახსოვრებთ როგორც მაშინ ნაცებისა ახლა თქვენსას. გეტყვით რომ თქვენ ნაცებისგან განსხვავებით არსად მიგიღებენ იმდენად სძულხართ ყცელგან.
G.LA
03 მაისი 2024 15:58
9
კალაძე ყოველ კვირას მილანში დადის შოფინგზე და ჩემს საჯდომზე ზრუნავს, ნინმემ არ შემაცდინოს ... ისე, ჩელიაბინსკში რომ იშოფინგოს და ჩემს საჯდომზე ზრუნვას თავი გაანებოს, არ გამოვა ეგრე?
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 17:43
1
რუსეთუმე თავად ხართ,როგორ გეტყობათ?!!!
კოტე
03 მაისი 2024 16:08
21
ამ პატრიოტ ბიჭს რა სჭირს უწიგნური ქოცის დასარიგებელი?!
კახა
03 მაისი 2024 15:40
13
კოტე - რა ვთქვი უზრდელური? რამ დაგიშტამპათ გონება ამ ქოცმაცუნებს?!"იმედს" არ უყუროთ და გამოჯანმრთელდებით!
კახა
03 მაისი 2024 20:26
3
კოტე, თქვენს სიამაყეს რომ 1-2 წუთი ხელი გაუშვათ, არ გიცდიათ?
სიმართლის მოყვარული
03 მაისი 2024 20:12
3
ყველა გამოხმაურება
ჰო, კალაძე და კობიაშვილი მაგარი თავისუფლებისთვის მებრძოლებია ;)
გიორგი
03 მაისი 2024 15:34
7
ყაველასვილი ვუი მის პატრონს გაუნატლებელი
kaka
03 მაისი 2024 15:25
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული