"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
ეს ტიპიური ავროეიტეტით ბულინგია. "70 წლის ვარ და იმდენი მინახავს", და რაღაცა ასეთები. მთავარი ისაა, რომ საუმარია 30 წლს მერე რა იქნება ქვეყაბაში და ამ დროს 70+ პენსიონერები რომ გამოდიან, ცოტა უკამაზოა. რა უნდათ, რის მიღწევას ცდილობენ, რატომ უნდა განსაზღვრონ ახლა რომ 18 წლის არიან იმათი მომავალი, თვითონ 4 ომი გამოიარეს, რა პოზიტიური გამოცდილება აქვთ ამ დამშეულ ქვეყანაში ... მოკლედ მე მაგათ ადგილას ბევს არ ვილაპარაკებდი ...
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 15:25
12
ეს მეორე კომენტარი ძახილის ნიშნებზე ვის ეკუთვნის ?!
შენივე "ნიკი" დაგავიწყდა ?!
შენ "ეჰჰჰ" ხარ, თუ "ეეეეჰ" -? :)))))))
ეტყობა, სულ ერთია ! :))))))
შენც არ გიყვარს კითხვა?
"წაკითხულის შინაარსის გაგების " პრობლემა გაქვს !
"იაღლიში" მოგივიდა !
მართლა ეეჰ და ვაი უბედურო საქართველო !

ეჰჰჰ-ს !
03 მაისი 2024 19:10
6
ეს ძახილის ნიშნები ყანდიაშვილის ტრენინგია თუ შალვა რამიშვილის?
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 17:48
3
ყველა გამოხმაურება
ეს მაგიჟებს მეტი არაფერი, თვითონ ყოფილი ნაცები დღეს ვიღაცას მორალს რომ უკითხავენ... შოთა შენ ამის უფლება მაშინ გქონდა სანამ პოლიტიკაში წახვიდოდი (არ გაიშვას შენნაირი სპორტსმენების პოლიტიკოსობა გინდ ქოცი იყოს გინდ ნაცი) ან ჯალაძეს პატრიოტს როგორ ეძახი ეგაც მიშას მეხოტბე იყო ერთ დროს...ცოტა გონს მოეგეთ გონს
დელიკა
03 მაისი 2024 15:21
8
ფარისეველი! ნახა პატრიოტები! მაგარი ჩათლახები არიან! ყველაზე მაგარი ისაა, რომ თავი ყველაზე ჭკვიანი გონიათ.
alexander
03 მაისი 2024 15:12
2
კი, კალაძემ ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, გაიხსენეთ 2 გოლი საკუთარ კარში, მისი კაპიტნობისას მიღწეული შედეგები, ლატვიასთან , რუმინეთთან ... და შეადარე ბუდუს დროს მიღწეულ შედეგებს, ყაველაშვილს კი 2 კლასის განათლება არა აქვს, ჩამოიყვანა ზურა მაისურაძემ მოსწაბ=ვლეობის დროს ბოლნისიდან, მისცეს ატესტატი, დასვეს 1 კურსზე უნივერსიტეტში, მაგრამ ვერ ისწავლა, ახლა კი სხვებს ასწავლის ჭკუას, ხაბარელიც ალბათ, ისეთივე "ჭკვიანია", მისი ცხოვრების ისტორია არ ვიცი, დაწერილი, რომ მისი არ არის, ლაპარაკში და მსჯელობაში ეტყობა, ჩანკვეტაძეს ყოველთვის ვთვლიდი საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად, როგორც ადამიანიც მაგარი ყოფილა
პატრიოტი
03 მაისი 2024 15:10
7
კალაძე ძალაიან ცუდად იქცევა, უბრალოდ გამყიდველია, როგორც ახლა მოქმედებს. მის სამარცხვინო გამოსვლებს არანაირი გამართლება არ აქვს. მაგრამ ობიექტურობას ნუ დავკარგავთ. არ არის სწორი იმ 2 გოლის გახსენება. მე მინახავს სტადიონიდან მაშინელი ნაკრები და მაშინ კალაძე მთელი დაცვის მაგივრად თამაშობდა. ასეთ დროს ეგეთი რამეები შეიძლება მოხდეს. ახლა რომ არაკაცივით იქცევა, ეგ მაშინდელ გოლებთან კავშირში დიდად არ არის.
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 18:17
5
ნამდვილი ქართველები, ვისაც სამშობლო უყვარს, ვინც გულზე არ იყიდება, ვინც რეალობას აცნობიერებს, ვინც დაქირავებული აგენტი და გავლენის აგენტი არაა! დღეს რასაც სკეთებენ რადიკალური ოპოზიცია ანუ გაყიდულები, ვინც დღეს საქართველოს არევ დარევას ცდილობს და ხელისუფლების დამხობას სცდილობს საქართველოს მტერია! დღეს საქართველოს სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე და მსოფლიო გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე რუსეთთან დიალოგი და არა ურთიერთობის და დაპირისპირების გამწვავება! დღეს კეთილ გონივრული პოლიტიკით გვეძლევა შანსი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეკონომიკური განვითარების, გავხდეთ სუვერენული სახელმწიფო და თუ ასე არ ვიმოქმედეთ ქვეყანას დავკარგავთ! დღეს ოცნების წინააღმდეგ და გადატრიალების მცდელობა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაა!
ზურაბი
03 მაისი 2024 15:06
44
მაგდალენა ანიკაშვილო, გიცანით ... :) მეტი ასეთ სისულეებს ვერაინ ამბობს მწყობრად ...
ეჰჰჰ
03 მაისი 2024 18:03
3
ჟერტვა აბორტა)))
ბიჯო, "იმედის" გარდა სხვა საშუელებებიცაა ინფორმაციის მისაღებად.
alexander
03 მაისი 2024 15:23
5
Ბოტები და შმოტები ცდილობენ საინფორმაციო ომი მოიგონ,მაგრამ ვერა, საწყლები არიან

Რაც შეეხება ევროპის მიმართ ასეთ ზიზღს და საკუთარი ქვეყნის ერთადერთი მტრის, რუსეთის ასეთ სიყვარულს, აუცილებლად მიმაჩნია სამშობლოს ღალატისთვის სიკვდილით დასჯის კანონი ამოქმედდეს, ჩვენს ქვეყანას ეგ კანონი ჭირდება!
Georgian
03 მაისი 2024 14:59
3
ეხლა ფეისბუქზე რომ ვიყოთ გეტყოდი მაშ მტყუანის და სართულიანები რომ რუსეთი არაა ერთადერთი მტერი და რომ რუსეთზე დიდი მტრები ყველაა ვინც გარშემო გყვავს
ნაპოლეონი
03 მაისი 2024 19:51
9
ხალხმა მოგცათ თქვენ ლეგიტიმურობა,იმ ხალხმა რომელსაც ახლა ლანძრავთ,რეზინის ტყვიებს ესვრით და გაზით აღრჩობთ.ისევ ეს ხალხი წაგართმევთ,მოვა ეგ დროც.20 ლარად რომ სამშობლოს გაყიდი რა თავმოყვარეობაზე უნდა მელაპარაკოდ.რაც შეეხება სპორცმენებს,მთავარია ადამიანი იყო,მერე ხარ სპორცმენი,პარლამენტარი,პროფესორი,მეცენატი,მილიარდერი და ასე შემდეგ.
ჯვარს ეცვი თუ გინდა საშველი, არ არის არ არის არ არის
03 მაისი 2024 14:58
5
შოთა შვილო, არ დათმო ეგ პარლამენტარის სავარძელი, მაგიური ძალა აქვს. მშიერი? უნიფხვო და კალოშებით ჩაჯდები შიგ და ჰოი საოცრებავ, ეგრევე მაძღარი და გასუქებული წამოდგები, ჯიბესავსე, პატივმოყვარე, გაზულუქებული და ინტელექტით თავგამოტენილი. მერე იწყებ კანონების წერას (წერა კი არ იცი, მაგრამ მაინც, სხვები დაწერენ, შენ მარტო ღილაკზე მიაჭერ თითს, ოღონდ ფერები არ უნდა აგერიოს, დალტონიკი ხო არ ხარ შე კაცო?) და ბუდუსნაირი ახალგაზრდა ბიჭების დარიგებას. მაგ სავარძელს სანთელი უნდა დაუნთო ხოლმე ხანდახან, თორემ შეიძლება ჩემსავით დაგემართოს: დამავიწყდა დანთება და ქეც გადმომაგდეს. მუდამ გახსოვდეს ეგ სავარძელი, თბილი, რბილი, ეჰ, რო მახსენდება, რამდენ იდიოტ გაუნათლებელს ჩასძინებია შიგ, პახმელიაზე. მოეფერე ხოლმე ხანდისხან, ნაზად გადაუსვი ხოლმე ხელი სახელურებზე, ბოლომდე შეიგრძენი მისი ძალა და მაგია. ვოლსკი მომიკითხე. მარად თქვენი კომუნისტური პარტიის ბელადი - თეთრი მელა, ედიკა.)))
ედურდ შევარდნაძე
03 მაისი 2024 14:55
3
შოთა ხაბარელს კარგად თუ დააკვირდებით შუბლზე, გაწყვეტილ ძარღვს აღმოაჩენთ...სხვათა შორის ამათთვის ბი-ძინა ცოტაა...ის მეტია ქოც სექტისთვის...ტრიძინა,კვატროძინა,პენტაძინა,ჰექსაძინა და ა.შ. უსასრულობამდე.
paf-paf
03 მაისი 2024 14:53
2
შენისთანა დეპუტატები, რომ ზიან მანდ იმიტომ ვართ კარგად.
გოგა
03 მაისი 2024 14:50
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული