"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
ბუდუ,ყველაზე მეტად გაფასებ ქართველ სპორტსმენებიდან!❤️
ანი
03 მაისი 2024 13:53
6
კვარაცხელიას რომ კითხო მაგარი ქრისტიანი და მორწმუნეა.ხოდა ამ მძიმე კვირაში რომ ესე გამეტებით ქალებს და ბავშვებს ურტყავენ და თავ პირს უერთიანებენ, სადაა?ერთი პოსტის დაწერა ვერ გაიმეტა?აწი გოლები გაიკეთოს ერთ ადგილზე.თუ კაცად არ ვარგიხარ რა მნიშვნელობა აქვს რა გოლებს და სად გაიტან.ისე ჯუღელს წამოცდა ინტერვიუში ,ომი რომ დაიწყო უკრაინაში,საზოგადოებიდან წამოვიდა დიდი ზეწოლა კავარაცხელიას ოჯახზე და იმიტო დავტოვეთ რუსეთიო,თორე დღესაც იქ იქნებოდა და ამაყად ითამაშებდა რუბინში.
თემო
03 მაისი 2024 13:48
21
ივანიშვილის კრემლებოტებო!
თქვენ დასავლეთს აგინებთ და რუსეთს აქებთ. ამიტომ თქვენი "ლოგიკა" არ გვაინტერესებს.
რუსეთსაც რომ აგინებდეთ, მაშინ ვინმე, ალბათ, მოგისმენდათ. ხალხი იფიქრებდა, რომ თქვენ ობიექტურ და დამოუკიდებელ აზრებს უზიარებთ საზოგადოებას. მაგრამ თქვენი დამკვეთი არის რუსული ქურდული ოცნება. და ამიტომ აგინებთ კარგ ქართველ ადამიანებს.
რეალობა
03 მაისი 2024 13:47
5
აქ ვინც ტროლებად მოქმედებთ თქვენი . . .
ნიკა
03 მაისი 2024 13:46
3
ჩემი ქვეყნის პატრიოტებო(დავალება მიცემულ ენჯეოშნიკებს ბუნებრივია არ ვგულისხმობ),ამ კანონის მიღებით არაფერი არ მთავრდება.შემოდგომაზე არჩევნები მოვა,მერე ხმა იმას მივცეთ,ვისაც გვინდა. ეხლა არეულობა აწყობს მტერს და ნაც-ლიბერასტებს.მათვის ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი შანსი ქაოსია
მარტვილელი
03 მაისი 2024 13:44
29
მენატრები შოთა. ბიჭო, ჩამოდი რაააა.)))
თინა კანდელაკი
03 მაისი 2024 13:42
4
რაც კალაძეს და შენ სპორტში გიკეთებიათ მხოლოდ ფიზიკური მონაცემი და შესაძლებლობა ყოფილა, მაგაზე ბევრად მეტია ადამიანობა, ზრდილობა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული. თორემ ფიზიკურად ძლიერი მოღალატეების მეტი რა არის :)
ნიკა
03 მაისი 2024 13:41
9
აი ამიტომ ხართ, ტროლები და ბოტები, სხვისკენ იშვერთ ხელს.
ყველაფერს როგორ იტყუებით.
100%
03 მაისი 2024 14:17
3
რატომ პოსტავ ჩემი 100%-ით, შე ფლიდო.
აი ეგ ხართ და მაგიტომ ვერ გიტანთ ხალხი. კალაძეზე დაპოსტილზე გეუბნები, შე არასწორი.
100%
03 მაისი 2024 14:13
3
ყველა გამოხმაურება
შოთა პაპა, ჰალალად გვითხარი, სკოლაში მაინც თუ გივლია? რამდენი კლასი გაქვს დამთავრებული? ატესტატი თუ შეგიძლია რო გვანახო? ნიშნები გვაინტერესებს ძალიან. ისე, არ გიტყდება რომ პარლამენტარი გქვია? ))) ერთი მე ვარ ეხლა კონგრესმენი და მეორე შენ - პარლამენტარი.)))))))))
თორნიკე, 13 წლის
03 მაისი 2024 13:28
11
წადი ნაგვის ურნები ააყირავეთ, ეგ საქმე უფრო კარგად გეხერხებათ უსაქმურებს, ერი დაგცინით მაგრად!
თორნიკე ვითომ 13-წლის .(ისემც შენ რა გითხარი?)
03 მაისი 2024 13:43
34
ძაან მაინტერესებს! რატომ არ აპროტესტებენ ეს "გულანთებული ნაცები", ამერიკის საელჩოსთან, რო უვიზო მიმოსვლა იყოს ამერიკაში?
ქართველი.
03 მაისი 2024 13:25
40
ახალგაზრდა შეიძლება იყო მაგრამ კომუნისტების გადმონაშთი ხარ.მერე კიდევ ახალგაზრდას არ გიტყდება რამიშვილის და ყანდიაშვილის დაკრულის მორბენალი რომ ხარ
ქართველ-ს
03 მაისი 2024 14:26
3
ჯერ ესეთი ახალგაზრდა ვარ და ნაღდად არ ვიცი, რა არის კომუნისტობა და კომკავშირლობა, ერთი მიზეზის გამო, რო მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი. გამანათლეთ ან ერთი რას ნიშნავს და ან მეორე? არ მევასება ეგ თქვენი ევროპა და ამერიკა, იმის გამო, რო ერთ სქესიანთა ქორწილებს და გეებს უჭერენ მხარს. ქართველი ვარ და ჩემთვის მიუღებელია ესეთი რამეები.
ახალგაზრდა ქართველი.
03 მაისი 2024 13:57
17
ყველა გამოხმაურება
მე ვიტყვი ჩემს აზრს.
თითქმის ყველას, გარდა საჯდომის მთამაშელებს, უნდათ კარგი საქართველოსთვის და ისე აჟღერებს, როგორც სჯერა.
პლანეტა დედამიწაზე, ისეთ განვითარებად ქვეყნებზე, როგორიც ჩვენ ვართ, ფულის გათეთრების პროცესი ძალიან ადვილია და ჩრდილოელი, თუ დასავლეთელი ამას ცდილობს. დღეს დასავლეთელის აყრია და მე ვფიქრობ ის ბიუროკრატები, რომლებიც ტვინს გვიღუნავენ, დიდ ფულს აკეთებენ ჩვენზე. (ჩემი პირადი აზრია).
დაფიქრება გვმართებს. მეგობარი ჩვენ არ გვყავს, რუქაზე. ყველა თავისას აწვება.
100%
03 მაისი 2024 13:25
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული