"ლუის ენრიკეს უკანალს ვუკოცნიდით" - ფრანგი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან" წაგების და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე გააკრიტიკა.

"ენრიკე ყველას ტვინში მიძვრება. თითქოს გამოსავლის პოვნას ცდილობს, ქადაგებს, ვითომ ღმერთია; მერე მიწაზე ეშვება და გადაწყვეტილებას პოულობს. თუმცა ტერზიჩმა, რომელიც უმეტესობისთვის წარუმატებელია, ფეხბურთის ორი გაკვეთილი ჩაუტარა.

სამაგიეროდ, ჩვენ გენიოსი გვყავს (ენრიკე), პარიზში კიდევ ორი წელი იმუშავებს და ყოველ კვირას გენიალურ იდეებს მოიფიქრებს. ეს უკვე მომბეზრდა. ჩვენ მას უკანალს ვუკოცნიდით, ის ხომ ასეთი გენიოსია", - ციტირებს რიოლოს RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ დააცდით დადებს შედეგს.კარგია ენრიკე და არც გულშემატკივარივარ ენრიკესი მაგრამ იხის თავისი საქმე
Daviti
09 მაისი 2024 01:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული