გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ანჩელოტის უდიდეს პატივს ვცემ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. კარლო ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია, მათ შორის ჩემთვისაც.
"რეალი" ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, თუმცა ფინალამდეც რთული გზა გავიარეთ და ყველას დავუმტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და "რეალთან" სათამაშოდ მზად ვართ", - განაცხადა ტერზიჩმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.