"შეუძლებელი არაფერია, "რეალთან" სათამაშოდ მზად ვართ" - "დორტმუნდის" მწვრთნელის კომენტარი ფინალურ მატჩამდე

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "დორტმუნდი" "რეალს" დაუპირისპირდება.

გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ანჩელოტის უდიდეს პატივს ვცემ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. კარლო ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია, მათ შორის ჩემთვისაც.

"რეალი" ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, თუმცა ფინალამდეც რთული გზა გავიარეთ და ყველას დავუმტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და "რეალთან" სათამაშოდ მზად ვართ", - განაცხადა ტერზიჩმა.

შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
დორტმუნდის მხარეს ვართ! ეყოს რეალს ჰეგემონია!
ვახო
12:21 01-06-2024
6
შენ კი ხარ მზად მარა, მსაჯები თავის ვარით ძირითადში ყავს პერესს.დდდდდდდდდდდდ
ეეე
12:38 01-06-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული