ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალმა“ „დორტმუნდი“ 2:0 დაამარცხა.
"რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეთხუთმეტედ გახდა, რაც რეკორდია.
პირველ ტაიმში „ბორუსია“ უპირატესობას ფლობდა, „ბლანკოსი“ რამდენიმეჯერ კურტუამ გადაარჩინა, ფიულკრუგის დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა. შესვენების შემდეგ მადრიდული გუნდი გააქტიურდა, საჯარიმოდან კროოსს გატანა კობელმა არ დაანება, შანსი ბელინგემმა ვერ გამოიყენა, ხოლო შემდეგ დორტმუნდელთა კარი კარვახალმა დალაშქრა. „რეალმა“ შეტევები გააგრძელა, ბელინგემმა ვერ გაიტანა, კობელმა ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, თუმცა მერე ვინისიუსმა გაიტანა და ყველაფერი დაასრულა.
ლონდონი. „უემბლი“
დორტმუნდი - რეალი 0:2
გოლები: 0:1 კარვახალი (74), 0:2 ვინისიუსი (83)
"ვულოცავ სამეფო კლუბის ყველა გულშემატკივარს მორიგ ტრიუმფს!
ვუსამძიმრებ ანტი-რეალისტებს!
P.S. ისე, დორტმუნდი მართლა შემეცოდა"