მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი ძმობილო - პოლონელი მსაჯები შარში გაეხვნენ

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და რეინჯერსის" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში VAR-ის მსაჯი ბარტოშ ფრანკოვსკი, მეორე ასისტენტი კი ტომაშ მუსიალა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისინი პოლიციამ დააკავა.

TVP Sport-ის ცნობით, დღეს ღამით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არბიტრები კიდევ ერთ ადამიანთან ერთად ქალაქ ლიუბლინის ქუჩაში საგზაო ნიშნით ხელში გადაადგილდებოდნენ და სავაჭრო ცენტრისკენ მიემართებოდნენ.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფრანკოვსკის სისხლში ეთანოლის შემცველობა 1.8 პრომილეს შეადგენდა, ხოლო მუსიალასი - 1.7-ს. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი კამილ გოლომბიოვსკი იტყობინება. პოლონელ მსაჯებს ღამის გამოსაფხიზლებელში
გატარება მოუწიათ.

მათ ნაცვლად შეხვედრას ტომაშ კვიატკოვსკი და პაველ მალეცი მოემსახურებიან. პოლონეთის ფეხბურთის კავშირი ინციდენტს შეისწავლის და შეიძლება ფრანკოვსკისთან და მუსიალასთან შრომითი ხელშეკრულებები გაწყვიტოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დგეს დინამო კიევს ვგულшევმატკივრობ კარგი გუნდი იყო ლობანივსკის დროს
მერაბი ბებია
20:29 06-08-2024
24
ეტყობა გერმანია-ესპანეთი ამათმა იმსაჯეს
გიო
22:08 07-08-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული