ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2024-25 წლების სეზონი განსხვავებული ფორმატით, ე.წ. შვეიცარიული პრინციპით ჩატარდება. გაუქმდა ტრადიციული ჯგუფებში გადანაწილება და 36 მონაწილეს (32-ის ნაცვლად) საერთო ცხრილი ექნება, თითოეული გუნდი კი პლეი-ოფამდე 4 საშინაო და 4 გასვლით მატჩს (სხვადასხვა მეტოქეებთან) ჩაატარებს. შეგახსენებთ, მოქმედი გამარჯვებული მადრიდის "რეალია", რომელმაც ეს ჯილდო სარეკორდოდ, მეთხუთმეტედ მოიგო.

უკვე ცნობილია ლიგის 29 მონაწილე, დანარჩენს კი პლეი-ოფი გაარკვევს. ვიცით ისიც, რომ აქ თამაში განაღდებული ქართველების 2 გუნდს აქვს, ავსტრიისა და უკრაინის ჩემპიონებს, ოთარ კიტეიშვილის "შტურმსა" და ირაკლი აზაროვის "შახტარს" (ლუკა ლაცაბიძეს
"შახტარის" რიგებში ვერ ვხედავთ). მესამე შანსი გურამ კაშიას გააჩნია - "სლოვანი", რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, დანიურ "მიდტიულანდს" შეხვდება. პირველი შეხვედრა დღეს, 21 აგვისტოს, ჰერნინგის "MCH არენაზე" (12 148 მაყურებელი) გაიმართება, განმეორებითი კი ერთი კვირის შემდეგ - სლოვაკეთში.

"მიდტიულამდმა" წინა სეზონი მთლიანად ჩააგდო, ახლა კი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გასვლას მეორედ ცდილობს. პირველად ეს 2020-21 წლებში შეძლეს. დანიური კლუბი ეცდება, შინ ზედიზედ მეხუთე (ყველა ტურნირზე) შეხვედრაში გაიმარჯვოს.

კიტეიშვილს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში განაღდებული აქვს...

Sportall.Ge

ვლადიმირ ვაისის ბიჭებიც კარგ ფორმაში არიან და ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვინ. უფრო დაბალი რანგის ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება გუნდს უკვე აქვს. რაც შეეხება თავად ვაისს, მან ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2005-06 წლებში "არტმედია" პირველად გაიყვანა. შეგახსენებთ იმასაც, ვლადიმირმა სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე სადებიუტოდ ათამაშა, იქ კი იტალიასაც აჯობა...

შესაძლოა, მაკსა და მარსელს შეტევაში ვლადიმირ ვაისი-უმცროსი შეუერთდეს და მიუხედავად იმისა, ბოლო მატჩში გაიტანა, ტიგრან ბარსეგიანი სათადარიგოთა შორის იყოს.

37 წლის გურამ კაშიამ ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ახლა კი კიდევ ერთი ოცნების ასრულება შეუძლია, ჩემპიონთა ლიგაზეც რომ გააგოროს ბურთი...

შეხვედრის მთავარი მსაჯი ესპანელი ერნანდესი იქნება.

altკაშიას "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა - დვალის "აპოელი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება

მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმატებები გურამ კაშიას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
19:22 20-08-2024
0
მართლა იხვი ხარ
გივი
21:14 20-08-2024
3

სიახლეები პოპულარული