ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2024-25 წლების სეზონი განსხვავებული ფორმატით, ე.წ. შვეიცარიული პრინციპით ჩატარდება. გაუქმდა ტრადიციული ჯგუფებში გადანაწილება და 36 მონაწილეს (32-ის ნაცვლად) საერთო ცხრილი ექნება, თითოეული გუნდი კი პლეი-ოფამდე 4 საშინაო და 4 გასვლით მატჩს (სხვადასხვა მეტოქეებთან) ჩაატარებს. შეგახსენებთ, მოქმედი გამარჯვებული მადრიდის "რეალია", რომელმაც ეს ჯილდო სარეკორდოდ, მეთხუთმეტედ მოიგო.

უკვე ცნობილია ლიგის 29 მონაწილე, დანარჩენს კი პლეი-ოფი გაარკვევს. ვიცით ისიც, რომ აქ თამაში განაღდებული ქართველების 2 გუნდს აქვს, ავსტრიისა და უკრაინის ჩემპიონებს, ოთარ კიტეიშვილის "შტურმსა" და ირაკლი აზაროვის "შახტარს" (ლუკა ლაცაბიძეს
"შახტარის" რიგებში ვერ ვხედავთ). მესამე შანსი გურამ კაშიას გააჩნია - "სლოვანი", რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, დანიურ "მიდტიულანდს" შეხვდება. პირველი შეხვედრა დღეს, 21 აგვისტოს, ჰერნინგის "MCH არენაზე" (12 148 მაყურებელი) გაიმართება, განმეორებითი კი ერთი კვირის შემდეგ - სლოვაკეთში.

"მიდტიულამდმა" წინა სეზონი მთლიანად ჩააგდო, ახლა კი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გასვლას მეორედ ცდილობს. პირველად ეს 2020-21 წლებში შეძლეს. დანიური კლუბი ეცდება, შინ ზედიზედ მეხუთე (ყველა ტურნირზე) შეხვედრაში გაიმარჯვოს.

კიტეიშვილს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში განაღდებული აქვს...

Sportall.Ge

ვლადიმირ ვაისის ბიჭებიც კარგ ფორმაში არიან და ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვინ. უფრო დაბალი რანგის ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება გუნდს უკვე აქვს. რაც შეეხება თავად ვაისს, მან ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2005-06 წლებში "არტმედია" პირველად გაიყვანა. შეგახსენებთ იმასაც, ვლადიმირმა სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე სადებიუტოდ ათამაშა, იქ კი იტალიასაც აჯობა...

შესაძლოა, მაკსა და მარსელს შეტევაში ვლადიმირ ვაისი-უმცროსი შეუერთდეს და მიუხედავად იმისა, ბოლო მატჩში გაიტანა, ტიგრან ბარსეგიანი სათადარიგოთა შორის იყოს.

37 წლის გურამ კაშიამ ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ახლა კი კიდევ ერთი ოცნების ასრულება შეუძლია, ჩემპიონთა ლიგაზეც რომ გააგოროს ბურთი...

შეხვედრის მთავარი მსაჯი ესპანელი ერნანდესი იქნება.

altკაშიას "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა - დვალის "აპოელი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება

მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმატებები გურამ კაშიას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
20 აგვისტო 2024 19:22
0
მართლა იხვი ხარ
გივი
20 აგვისტო 2024 21:14
3
ჩემპიონთა ლიგა ახლა გურამ და მერე მსოფლიო, მიდი მიაწექი შენ შემოგევლოს ბიძინა
იხვი
20 აგვისტო 2024 17:27
38
წარმატებები და მადლობა მას დიდი ღვაწლისთვის მაგრამ ვიმედოვნებ სანაკრებო კარიერა დაამთავრა!
T.q
20 აგვისტო 2024 22:28
16
ღმერთმა გვაშოროს,შენი იმედის გამართლება!სანამ ნაკრებს დასჭირდება,მუდამ ჯანმრთლად და მზად ყოფილიყოს ისიც და სხვა ასაკოვანი ფეხბურთელებიც.გაიგეთ ბოლოს და ბოლოს,რომ გამოცდილი ფეხბურთელების ყოლა,ახალგაზრდულ გუნდში საჭირო კი არა,აუცილებელია და ეგეც არ იყოს,ეს პირველი ნაკრებია და ვინც უკეთეს ფორმაშია,იმან უნდა ითამაშოს.ასაკს მნიშვნელობა არა აქვს.თუ ვინმე ახალგაზრდა გამოჩნდა,ვინც ვთქვათ გურამ კაშიაზე უკეთესად თამაშობს,ეს იმას არ ნიშნავს,რომ გურამ კაშიამ ბუცები უნდა გაიხადოს.ფეხბურთელმა ყოველთვის შეიძლება ტრავმა,ან დისკვალიფიკაცია მიიღოს,ან ფორმა დაკარგოს.უნდა გყავდეს რამდენიმე ფეხბურთელი,რომელიც მას ღირსეულად ჩაანაცვლებს.
სოსო
21 აგვისტო 2024 18:52
0
ვის ჭირდება ეს ფორმატების .ცვლილება?
გიო
21 აგვისტო 2024 13:16
0
ეს ანანისტური სისტემა ჯერ რაგბის ჩემპიონთა თასზე მიიღეს. ბიჯო, თუ 3 თამაში უნდა ითამაშო, ასი გუნდი რატო წერია? ყველაფერი კომერსანტებს შეილება მოარგო?
Rezo
22 აგვისტო 2024 11:06
1
შვეიცარიული სისტემით ჯგუფური ეტაპის ჩატარება თავდაპირველი ვერსია იყო, თუმცა რა სახეც ამ ეტაპმა მიიღო, მას შვეიცარიულ სისტემასთან არაფერი საერთო არ აქვს.
დათა თუთაშხია
22 აგვისტო 2024 02:01
1
ყვითელი სამკლაურივით არაა მაიკაზე რაღაც რომაა მიშტოფებული
კ ო მ ბ ლ ე
21 აგვისტო 2024 04:20
11
კომბლეჯან,შენა რა ენაზე მეტყველებ?
??
21 აგვისტო 2024 12:30
3
რამდენიც არ უნდა ვიკუნტრუშოთ ჩვენ ვერაფერს შევცვლით ვნახოთ რა გამოვა
ხასანა ძია
30 აგვისტო 2024 09:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული