"ფანებს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი უხარიათ, ჩვენ კი აზრს არავინ გვეკითხება" - ალისონი

AutoSharing Option
დღეს, 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, "ლივერპული" "მილანს" ესტუმრება. "სქაუზერების" მეკარე ალისონმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შესახებ ისაუბრა.

გულშემატკივრებისთვის ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი გასაოცარია, მაგრამ ფეხბურთელებს არავინ გვეკითხება, რას ვფიქრობთ დამატებით თამაშებზე, ჩვენი აზრი არავის აინტერესებს.

ფეხბურთელები სულელები არ ვართ და ვხვდებით, ეს რატომაც ხდება. თუმცა ჭკვიანური იქნებოდა, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა მხარე შეიკრიბებოდა და გადატვირთული კალენდარის შესახებ ისაუბრებდნენ. როდესაც დაღლილი ხარ, უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლებელია. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რისგანაც ჯერჯერობით შორს ვართ", - განაცხადა ალისონმა.

შეგახსენებთ,
"მილანისა" და "ლივერპულის" მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"გეტყვით, რატომ მოყავთ მამარდაშვილი და განიხილავენ მას ალისონის შემცვლელად" - "ლივერპულის" შესახებ მწერალი ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი

altდე ბრუინი, სალაჰი, ალისონი და სხვები - არაბული კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 10 ვარსკვლავის ყიდვას შეეცდებიან

alt"სამზარეულოში გავარდა და თავი ტორტში ჩარგო: "ფინალში ვართ!" - ალისონის ოჯახის ტრაგედია

მკითხველის კომენტარები / 3 /
თქვენი ხელფასი რომ მქონდეს დასვენების გარეშე ვიმუშავებდი
Niko
00:25 18-09-2024
0
ძალიან სულელური ფორმატია ლიგაზე ვერ გაიგებ ვის რა ჭირდება, უეფაში რა მოიგონონ აღარ იციან გადაღლილი ფეხბურთელები იმას ვერ აჩვენებენ რაც შეუძლიათ და ამით სამახაობა კლებულობს რისთვისაც ხალხს ფეხბურთი უყვართ. სამაგიეროდ უეფაში მილიონები შედის დამატებული მატჩებით და ფეხბურთელების ჯამრთელობა სულ არ აინტერესებთ, ცოტა ხნის წინ ჩაკვეტაძეს რაც დაემართა ამის დასტურია.სხვაგანაც სავალალო შემთხვევები გახშირდა ბევრი ფეხბურთელი სტადიონზევე ამთავრებს სიცოცხლეს სულ ცოტა ხნის წინ ურუგვაის ნასიონალის ფეხბურთელი კოპა დერლეიზე სტადიონზევე გარდაიცვალა გულის შეტევით, დასაფიქრებელია ეს დამატებული მატჩები ნამდვილად თუნდაც ერთა ლიგა ავიღოთ და მერე შესარჩევვი კიდევ, ან ერთი დატოვონ ან მეორე ასე რომ მართალია ალისონი.
ქომაგი
13:11 18-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული