რაულის რეკორდი გაუმჯობესებულია - ენდრიკი "რეალის" ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "რეალმა" "შტუტგარტს" საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია.

მატჩის საბოლოო შედეგი 95-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ენდრიკმა დააფიქსირა, რომელიც ამ გოლით ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდული გუნდის რეკორდსმენი გახდა.

ენდრიკმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 18 წლისა და 58 დღის ასაკში გაიტანა, რითაც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც "ბლანკოსის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე შეუგდია.

აქამდე რეკორდი 18 წლისა და 113 დღის ასაკში რაულს ეკუთვნოდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
2..მაქსიმუმ 3 სეზონი თუ მოასწრო მბაპემ..ბელინგემ,,ჰოლანდმა..თორემ ეს და იამალი მომდევნო მესი-რონალდუს დუელივით იქნება..კიდევ არიან უნიჭიერესი ფეხბირთელები..მაგრამ ეს ორი ნამდვილი მარგალიტია..17-18 წლის არიან და ლაღად თამაშობენ..იმედია სამეულში ერთი ქართველი ფეხბირთელიც შევა..
კიეზა
18 სექტემბერი 2024 16:28
1
გაუმართლა, მეკარეს 100% უნდა აეღო ეგ ბურთი.
კარგ ფეხბურთელს პასი უნდა გაეკეთებინა, ვინი და მბაპე უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ
ნიკი
18 სექტემბერი 2024 18:31
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული