სტუანიმ ჩემპიონთა ლიგაზე 21-ე საუკუნის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ჟირონა" გასვლაზე პსჟ-სთან 0:1 დამარცხდა. ესპანური კლუბის სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ 37 წლის ურუგვაელი ფორვარდი კრისტიანი სტუანი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 21-ე საუკუნის რეკორდი დაამყარა.

Opta-ს ცნობით, 37 წლის ურუგვაელი 21-ე საუკუნეში ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ხანდაზმული დებიუტანტი გახდა.

აბსოლუტური რეკორდი ტასოს მიტროპულოსს ეკუთვნის, რომლის დებიუტი "ოლიმპიაკოსის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე 1997 წელს 40 წლის ასაკში შედგა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხანდაზმული დებიუტანტი არა სტუანი არამედ კაშიაა ორივე 37 წლისაა კაშია თვეებით კიდე დიდია რადგან სტუანია მიტო დაასახელეს
ლევან
19 სექტემბერი 2024 21:26
2
სტუანი ოქტომბერში გდება 38 ის. კაშია ივლიში გახდა 37 ის. 9 თვით უფროსია ურუგვაელი
Zaza
20 სექტემბერი 2024 04:46
0
სანამ რამეს დააბრეხვებ გადაამოწმე მაინც. კაშია 1987წლის 4 ივლისსაა დაბადებული. ის კი 1986 წლის 12 ოქტომბერს. ეხლა რომელია ხანდაზმული ვისთან უნდა გავარკვიოთ.? წინ ევროპისკენ, არა ჭაობს. რეკორდი მოუპარავთ თურმე ევროპელ ჟურნალისტებს ქართველობის გამო ))
დავით 67
20 სექტემბერი 2024 02:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული